LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს ცენტრები, სადაც ავტომობილების ტექდათვალიერება ჩატარდება- ცნობილია

47

შვეიცარული კომპანია SGS, რომელიც საქართველოს ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს, ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი (პტი) ხალხმრავალ და სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში არ უნდა მდებარეობდეს. კომპანიის ანგარიში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე, პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას ეხება.

“ცენტრები უნდა შეესაბამებოდნენ ადგილობრივ რეგულაციებს. ცენტრის შესასვლელი და გამოსასვლელი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მითითებული უნდა იყოს პტი ცენტრიდან საგზაო მოძრაობაში შეუფერხებელი და უსაფრთხო გადასვლის გზები და საშუალებები”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის აღჭურვილობა, რაც ცენტრებს უნდა გააჩნდეს. მათ შორის, ძირითად აღჭურვილობას წარმოადგენს: ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს) ქვემოდან სათანადოდ დათვალიერებისა და შემოწმების საშუალება, ინსპექტირების სათვალთვალო ორმო ან ამწე; ფარების ტესტირების საშუალება; სამუხრუჭო ტესტერი; გამონაბოლქვის შესამოწმებელი მოწყობილობა: გაზოანალიზატორი; დიზელის გამონაბოლქვის გამჭვირვალობის მზომი; თვლების შეყრის კუთხის მზომი (მხოლოდ LV კატეგორიისათვის); თვლის ფოლხვის დეტექტორი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები