მწერალი და პიარსპეციალისტი ნინჩო ჯიბლაძე მარიკუნა მიქატაძესთან ერთად გატარებულ ბავშვობის დღეებს იხსენებს,
„სულ პატარა იყო მარიკუნა საყვარელიძეებთან რომ ამოვიდა ზაფხულში – რანაირად უვლიდა მარიკა, როგორი სილამაზე იყო, ენით აღუწერელი. ყველა საღამო მახსოვს – ბავშვები რიგში ვდგებოდით, გორკის ქუჩაზე სოფასთან მარიკუნას ბანაობას ვინ უყურებდა, მარიკუნას ვინ აიყვანდა ხელში… მარიკას სასეირნოდ რომ გამოჰყავდა, უკან დავყვებოდით ჯარივით ბავშვები.
კვირა არ გავიდოდა ცუგოს მარიკასთან არ წავეყვანეთ – ეს მოგონებები ისეთი მძაფრია, არასოდეს დამავიწყდება მარიკას და ჯუნას სახლი, მარიკას სიკეთე, ჯადოსნური ლაპარაკი, ჯუნას ცრემლიანი თვალები და მარკუნას სილამაზე.
მარიკუნა მიყვარხარ, ჩემო ლამაზო გოგო“. – წერს ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მსახიობ გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე, 39 წლის ასაკში საბერძნეთში გარდაიცვალა.
სულ პატარა იყო მარიკუნა საყვარელიძეებთან რომ ამოვიდა ზაფხულში – რანაირად უვლიდა მარიკა, როგორი სილამაზე იყო ენით…
Posted by Nincho Jibladze on Sunday, July 23, 2023
ვიდეო: მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის კადრებს ავრცელებს
ფოტო: როგორ ემშვიდობება უმცროსი გია ფერაძე გარდაცვლილ დას, მარიკუნა მიქატაძეს