ბეტმენის ტრანსპორტი მუდმივად აქტუალური თემაა. რატომღაც ბევრი დიზაინერი თუ ილუსტრატორი ამ საკითხზე დღემდე აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია, ყველა მათგანს ინდივიდუალური ხედვა აქვს, თუმცა ბევრი შტრიხი ერთმანეთს ემთხვევა.
ყველა „ბეტმობილი“ უზარმაზარი ზომისაა, შავი შეფერილობა და გამოკვეთილი ფორმები აქვს. რატომ არ შეიძლებოდა სუპერგმირს ცისფერი ან ოქროსფერი მანქანით ევლო? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ–ჯერობით არ არსებობს.
ავტოჟურნალისტებმა ბოლო რამდენიმე წელს გადაავლეს თვალი და საუკეთესო „ბეტმობილები“ ერთ რეპორტაჟში მოაქციეს. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ჯოკერისთვის დიზაინერებმა მხოლოდ ერთხელ მოიცალეს და შესაბამისად, მას მხოლოდ ერთი ავტომობილი აქვს.