LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი პარტნიორია გოგა ბარბაქაძე ანი ლოლაძისთვის: „გოგა ძალიან ლამაზად მიხსნის, რომ თავი ცუდად არ ვიგრძნო…“

152
გოგა ბარბაქაძე და ანი ლოლაძე

სერიალში „ო-ჯახი“, რომელსაც რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი იღებს, გოგა ბარბაქაძის პერსონაჟის შვილს ანა ლოლაძე განასახიერებს. ანა მოცეკვავეა, მაგრამ მსახიობობა ძალიან უნდოდა, განსაკუთრებულად შვილის ეკრანზე ხილვა კი მამამისს ახარებს.

როგორი ურთიერთობა აქვს თავის საეკრანო მამასთან, ცნობილ მსახიობ გოგა ბარბაქაძესთან, ამის შესახებ ჟურნალ „გზას“ ესაუბრა:

„გოგა რჩევებს მაძლევს, რა როგორ ვითამაშო. მაგალითად, მეუბნება, ეს რეპლიკა სხვაგვარად მითხარი, სხვაგვარი გამომეტყველება მიიღეო… თავი ცუდად რომ არ ვიგრძნო, ასე ლამაზად მიხსნის. გოგა ჩემი ბავშვობა იყო. სერიალის „შუა ქალაქში“ ნახვის შემდეგ ვიძინებდი ხოლმე. დათო, რომლის როლსაც გოგა ასრულებდა, ჩემი საყვარელი პერსონაჟი გახლდათ. ახლა, როცა ამ ადამიანთან ერთად ვთამაშობ, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. ძალიან გამიხარდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები