LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი მანიკიური უნდა გქონდეთ საქმიან გარემოში – სპეციალისტის რჩევა  

nino-axalaia..

თბილისის პროტოკოლის სკოლის დამფუძნებელი, ნინო ახალაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს იმის შესახებ, რატომ მარ არის სასურველი სამსახურში მოხატული ფრჩხილებით სიარული და როგორი მანიკიური შეესაბამება სამუშაო გარემოს.

წაიკითხეთ ვრცლად მისი სტატუსი:

„ძალიან ხშირად მეკითხებიან პროფესიული მანიკიურის შესახებ. როგორც ყველა გოგოს, მეც ძალიან მიყვარს ლამაზი და მკვეთრი ფერები ფრჩხილებზე, თუმცა, ამის უფლებას თავს მხოლოდ შვებულების პერიოდში ვაძლევ. რატომ? პასუხი ძალიან ბანალური და ზოგიერთის აზრით, ძველმოდურია: იმიტომ, რომ როდესაც საქმიან გარემოში ვართ, ჩვენი გარეგნობა (ზოგადად) უნდა იყოს ნეიტრალური და არა გამომწვევი.  რა დააშავა შავი ფერის ლაქმა (რომელზეც ვგიჟდები!)? ან ცისფერმა? ან ბრჭყვიალა ვარსკვლავებმა და ფრჩხილის სხვა „გაფორმებებმა”? მხოლოდ ის, რომ ისინი თქვენ არასერიოზულ იმიჯს გიქმნიან. პროფესიონალიზმი მხოლოდ სამუშაოს ტექნიკურად შესრულებას არ გულისხმობს. ნამდვილი პროფესიონალიზმი სწორი იმიჯის ქონასაც გულისხმობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასაქმებული ქალის მანიკური ერთფეროვანი და მოსაწყენი უნდა იყოს, გარდა ე.წ. ნატურალური ტონებისა (“Nude colors”), შესაძლებელია ბევრი სხვა ფერის შერჩევაც. მაგალითად, წითელი (თუ ტონს სწორად ავარჩევთ ).

აქვე უნდა გავითვალისწინოთ მთავარი: რომელ ინდუსტრიაში და რა პოზიციაზე ვართ დასაქმებული. არის სფეროები, სადაც მანიკიური მეასეხარისხოვანია და ასევე არსებობს სფეროები, სადაც სწორედ ჩემნაირი რძისფერი ლაქი არის სრულიად უადგილო. ასე რომ, ჩემი აზრით, მთავარია ვიცოდეთ, თუ ვინ ვართ ჩვენ და რას მოითხოვს ჩვენი პროფესია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები