მსოფლიო ფეხბურთის გრანდმა “ლივერპულმა” პრემიერლიგა დიდებულად დაიწყო. 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო და ქომაგებს წარმატების იმედი გაუჩინა. გუნდი უკვე ისეთ თამაშებს იგებს, ადრე უაზროდ რომ კარგავდა ქულებს. მართალია, ჯერ დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა, მაგრამ მერსისაიდული კლუბის ფანებს გული იმედით აქვთ აღსავსე. ისინი ხომ ძალიან, ძალიან დიდი ხანია საყვარელი გუნდის ჩემპიონობას ელოდებიან. 28 წელი გავიდა, როდესაც სამყარო სულ სხვანაირი იყო.
როგორი იყო მსოფლიო, როდესაც “ლივერპული” ბოლოს გახდა ინგლისის ჩემპიონი.
1990 წელი.
მიხეილ გორბაჩოვმა ფიცი დადო როგორც საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა.
მოსკოვში გახსნეს სსრკ-ში “მაკდონალდსის” პირველი რესტორანი.
22 მაისს შედგა კომპანია Microsoft-ის Windows 3.0 საოპერაციო სისტემის რელიზი.
გერმანიის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ეკრანებზე გამოვიდა საკულტო ფილმები “მარტო სახლში”, “ლამაზმანი”.
ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი დაქორწინდნენ. მათი კავშირი 11 წელს გასტანს.
ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში 25-ედ და ზედიზედ მე-5 გახდა მადრიდის “რეალი”.
ნეაპოლი სერია ა-ს მოგებას ზეიმობს და ფაქტობრივად აღმერთებს დიეგო არმანდოს.
“ბაიერნი” კი განაგრძობს თავის დომინირებას ბუნდესლიგაში.