ცნობილმა ავტოდიზაინერმა რეინ პრისკმა წარმოადგინა თავისი ხედვა, თუ როგორი იქნებოდა Toyota Supra უეცრად კროსოვერად რომ გადაქცეულიყო. ავტომობილმა უზარმაზარი „კბილებიანი“ საბურავები მიიღო, რამაც მისი ვიზული რადიკალურად შეცვალა.
დიზაინერმა ქსელში გამოსახულებაც გაავრცელა, სადაც სახეცვლილი „სუპრა“ ავტომოყვარულთა წინაშე სრულიად სხვა ვიზუალით წარსდგა.
შეგახსენებთ, რომ ნამდვილი „სუპრას“ დებიუტი იანვარში, დეტროიტის ავტოსალონზე შედგა. ავტომობილი BMW Z4-ის პლატფორმაზეა შექმნილი, ის 6 ცილინდრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი და 340 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 8 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი „ასეულის“ განვითარება მას ზუსტად 4,3 წამში შეუძლია.