LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Rimac-ის ახალი ელექტროქარი

41

ელექტრო ჰიპერქარის Rimac-ის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა. ხორვატიულმა კომპანია Rimac Automobili-მ გაავრცელა ვიდეო თიზერი, სადაც უნიკალური ავტომობილის გარეგნობის რამდენიმე დეტალის გარჩევაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ სიახლის დებიუტი სულ რამდენიმე დღეში, ჟენევის ავტოსალონზე შედგება. ჰიპერქარის შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტაა და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ავტომობილს მეოთხე დონის ავტოპილოტი და ელექტრონულად მართვადი უკანა სპოილერი ექნება. ასევე, მოდელი 1224 ცხენის ძალის მქონე ძრავით და 120 კილოვატ საათიანი ელემენტითაც იქნება აღჭურვილი. 2 წლის ვადაში Rimac ჰიპერქარის სარბოლო ვერსიასაც გამოუშვებს.

რაც შეეხება ელექტროქარის წინა მოდელს, Concept One-ს, მას 100 კმ-ს განვითარება სულ რაღაც 2,5 წამში შეეძლო და მისი მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ-ს წარმოადგენდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები