LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Renault-ის ახალი პიკაპი

39

კომპანია Renault-მა ოფიციალურად  დააანონსა გლობალური პიკაპის სერიული წარმოება Alaskan.

თავდაპირველად ახალი ლამაზმანი წარდგენილი იყო სამხრეთ ამერიკის ბაზარზე, შემდეგ კი აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში.

პიკაპი შესრულებულია იმავე სახელწოდების პროტოტიპის მიხედვით, რომელიც 2015 წლის სექტემბერში წარადგინა კომპანიამ.

მოდელის საბაზისო იმიჯი აღებულია Nissan Navara-ს განახლებული თაობის არქიტექტურიდან, ხოლო პიკაპის შასი დამზადებულია ისტორიულად პიკაპების ისტორიაში პირველი კომპანიის – Mercedez-Benz-ის მიერ.

პიკაპის საგზაო ვერსია, ხელმისაწვდომი იქნება როგორც ერთი, ისე ორი კაბინით. მოდელის წონა შეადგენს 3.5 ტონას.

ახალი მოდელის ერთი ვარიანტი აღჭურვილი 2.3 ლიტრიანი, ტვინ-ტურბო დიზელის ძრავით, რომელიც 160 ან 190 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ხელმისაწვდომია ავტომობილის მეორე ვარიანტი, ბენზინის აგრეგატით, რომელიც 2.5 ლიტრის ოდენობის ძრავით, და 160 ცხენის ძალის სიმძლავრით იქნება აღჭურვილი. ავტომობილის ორი ვერსია წარმოდგენილი იქნება ექვს სიჩქარიანი ’’მექანიკით’’ ან შვიდდიაპაზონიანი ’’ავტომატიკით’’.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები