LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Porsche-ს პირველი ელექტროავტომობილი?

39

კომპანია Porsche პირველი ელექტროავტომობილის სერიულ წარმოებაში ჩასაშვებად ემზადება. Mission E – ასე ჰქვია ახალი თაობის ავტომობილს, რომლის პრეზენტაციაც ჯერ კიდევ გასულ წელს, ფრანკფურტის ავტოშოუზე გაიმართა.

როგორც კომპანიის ოფიციალურ თიზერშია ნათქვამი, ავტომობილი გაყიდვაში 2020 წელს გამოჩნდება ინდექსით J1 და სრულიად ახალ პლატფორმაზე იქნება დამზადებული. ავტომობილის მთავარი კონკურენტი კი Tesla Model S გახდება.

ავტომობილს მოძრაობაში ორი ელექტროძრავი მოიყვანს, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 600 ცხენის ძალას უდრის. სრულად დამუხტვის შემთხვევაში კი ელექტრომობილი 520კმ მანძილის დაფარვას შეძლებს, ხოლო 100კმ/სთ სიჩქარეს Mission E 3,5 წამში განავითარებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ Porsche Mission E 4 ადგილიანი სპორტული ავტომობილია, რომელიც ვიზუალურად Panamera-სა და 911-ს მოგვაგონებს. მის დასამზადებლად კომპანია ალუმინს, რკინასა და კარბონის დეტალებს იყენებს. რაც შეეხება სამართავ პანელს, აქ ყველაფერი ელექტრომობილის სტილში იქნება გაწყობილი, თუმცა, სპორტული სავარძლებითა და უახლესი ჟესტების ენის ამომცნობი სისტემით აღჭურვილი Mission E, თანამედროვეობისა და ტრადიციული დეტალების შერწყმის იდეალური მაგალითი იქნება.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=HdYg2EPMKiI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები