LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Mercedes-Benz-ის ახალი S–კლასის ინტერიერი

87
mercedessclassnews

კომპანია Mercedes-Benz–მა გაავრცელა ახალი თიზერი, სადაც S-კლასის ინტერიერია ასახული. სიახლის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდება, მისი პრემიერა კი 2020 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

განახლებული S–კლასი წინამორბედისგან უზარმაზარი ბამპერით, შედარებით მომცრო ოპტიკით და გაზრდილი რადიატორის ბადით განსხვავდება.

კომპანიამ მოდელის ფოტოები ქსელში ადრეც გაავრცელა, რასაც შემდეგ პაპარაცთა მიერ გადაღებული კადრები მოყვა. ფოტოები ჩინეთში, საგზაო ტესტირების დროს იყო გადაღებული. ასე რომ ავტომოყვარულებს განახლებული S–კლასის შესახებ გარკვეული ინფორმაცია უკვე აქვთ.

რაც შეეხება სალონს, გაჩნდება დიდი ეკრანი, რომლის ზედა ნაწილში დრო იქნება მითითებული. ცენტრში რუკა განთავსდება, ხოლო ქვედა მხარე კი ნავიგაციას და მულტიმედიურ სისტემას დაეთმობა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოდელი ელექტრონულ აგრეგატს მიიღებს და თანამედროვე ელექტრონული ასისტენტებითაც აღიჭურვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები