LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Maserati–ს განახლებული სედანი

195

კომპანია Maserati–მ განახლებული სედანი Quattroporte წარმოადგინა. ახალ მოდელს აქვს შეცვლილი დეტალები, როგორიცაა ინტერიერი და დამატებითი აღჭურვილობები.

განახლებულმა ოთხკარიანმა ,,ლამაზმანმა’’ მიიღო ახალი ბამპერი და გისოსები, რომლებიც ამჯერად ქრომირებული გახდა.

სალონში შეიცვალა ბლოკის გაფორმება და კლიმატ-კონტროლი, ასევე მულტიმედიური სერვისებიც. ამჯერად მოდელისთვის ხელმისაწვდომი გახდა 8.4 დიუმიანი ეკრანი, ასევე ელექტრონული დახმარების მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია კრუიზ-კონტროლისთვის.

იტალიური ავტომწარმოებელი მოდელის შესახებ დაწვრილებით ინფორმოაციას საკუთრივ ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გვთავაზობს. მოდელი აღჭურვილი იქნება სამლიტრიანი ბენზინისა და დიზელის ექვცილინდრიანი ძრავით, რომელსაც 410 და 275 სიმძლავრე ექნება, ასევე შესაძლოა ვიხილოთ 530 სიმძლავრის ძრავი – V8. გადაცემათა კოლოფი კი ავტომატური იქნება.

მოდელის ოფიციალური პრეზენტაცია 2016 წლის ივნისში შედგება.