LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება განახლებული BMW X3

33

კროსოვერების გაყიდვები  და კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება. 2016 წელს გაყიდვაში გამოჩნდება Audi Q5, რომელსაც BMW X3-ის პრეზენტაციით უპასუხებს. კონკურენციის გაზრდასთან ერთად იმატებს ინტერესიც კონკრეტული ავტომობილების მიმართ…

დღევანდელი დღის თემა კი სწორედ განახლებული BMW X3 გახლავთ, რომლის შესახებაც სოც-ქსელებში ახალი დეტალები გავრცელდა. ”უფრო დახვეწილი, ტექნოლოგიურად განვითარებული და უფრო მძლავრი” – სწორედ ასე ახასიათებენ გერმანელების ფლაგმანის კიდევ ერთ ვერსიას…

რა სიახლეებია განახლებულ მოდელში? პირველ რიგში აღსანიშნავია ავტომობილის ახალი პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც CLAR ( Cluster Architecture) გახლავთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პლატფორმაზეა დამზადებული BMW 5th Series ავტომობილებიც.

 

 

ახალმა პლატფორმამ ავტომობილის საერთო მასა 100 კგ-ით შეამცირა, ხოლო მგზავრებისათვის შიდა სივრცე გაზარდა. განსაკუთრებულ კომფორტს კი უახლესი ტიპის დეტალებისგან დამზადებული ახალი სავარძლებისგან ელიან…

განახლება შეეხო ძრავსაც. სავარაუდოა, რომ განახლებულ ვერსიაში მოთავსებული იქნება 3.0 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ძრავი სერიით B58. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალი ვერსია წარმოდგენილი იქნება დიზელზე მომუშავე ძრავითაც, აგრეთვე საუბარია ჰიბრიდულ მოდიფიკაციაზეც.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, განახლებული ვერსიები ძრავის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს და წინამორბედებთან შედარებით უფრო მძლავრი და ეკონომიური იქნება.

 

 

სიახლეა სამართავ სისტემაშიც, რომელსაც დაემატა ავტომატური პარკირების და ჟესტებით მართვის სისტემაც. ძირითად პანელზე დამონტაჟდა სპეციალური მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ჟესტების ამომცნობი სპეციალური პროგრამით, რისი დახმარებითაც ავტომობილის ცენტრალურ კომპიუტერს გადაეცამა შესაბამისი სიგნალი და მისი მართვა სწორედ ასეა შესაძლებელი.

რაც შეეხება ავტომატურ პარკირების სისტემას, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიური მიღწევების დამსახურებით, ავტომობილის სარკეებში მონტაჟდება მცირე ზომის ვიდეოთვალი, რომლის საშუალებითაც, ავტომობილს საკუთარი ძალებით შეეძლება თქვენთვის სასურველ ადგილას, თქვენი დახმარების გარეშე დაპარკინგდეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინამორბედებთან შედარებით ვიზუალურად დიდი სხვაობა არაა. შეუცვლელი დარჩა დისკების ზომა, ავტომობილის დაშორება ასფალტიდან და სხვა.

ამ ყველაფერთან ერთად, გაყიდვაში გამოჩნდება XLine M Sport Package ვერსიაც, რომელიც როგორც დასახელებიდან ხვდებით სპორტული ძრავით იქნება აღჭურვილი, შესაბამისი აეროდინამიკული აბვესითა და დაკიდების სისტემით…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები