LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება 2021 წლის მოგზაურობა – რა შეიცვლება სასტუმროს სერვისში და რომელი დანიშნულებები იქნება მოთხოვნადი

225
travel2021

მძიმე 2020–ის შემდეგ 2021 წელს ყველა მოგზაური იმედიანად უყურებს.

ვაქცინაცია დაიწყო და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, სავარაუდოდ უცხოეთში წასვლასაც შევძლებთ. თუმცა, 2021–ის მოგზაურობა ნამდვილად განსხვავებული გამოცდილება იქნება.

პანდემია ასე მალე ვერ დასრულდება და ავიაკომპანიებისა თუ კურორტების მუშაობაზე გავლენას ნამდვილად მოახდენს.

ექსპერტები რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ელიან:

უფასო სასტუმრო

ბევრმა სასტუმრომ დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული დღეების დაჯავშნის შემთხვევაში სტუმარს რამდენიმე ღამეს უფასოდ ჩუქნიან.

ტურისტები წელს უფრო ცოტას იმოგზაურებენ, თუმცა მოგზაურობის განგრძლივობა გაიზრდება. არავინ იცის თუ რა იქნება მომავალში, ამიტომ ტურისტები ყველა შვებულებიდან მაქსიმუმის მიღებას შეეცდებიან.

უკონტაქტო ჩექინი და მომსახურება

სასტუმროების ნომერ პირველი დავალება იმ ადგილების შემცირება იყო, სადაც კონტაქტის ალბათობა ყველაზე მაღალია.

შესაბამისად, რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, რაც მომხმარებლისთვის ბევრად უფრო კომფორტული აღმოჩნდა.

ბევრ სასტუმროში გაუქმდა ნომრის გასაღებიც და ნომრის გაღება სტუმარს სპეციალური აპლიკაციით შეუძლია. ოთახიდან გაიტანეს მრავალჯერადი გამოყენების ნივთები, მაგალითად ყავის აპარატი თუ პლედები.

შეიცვალა სადილობის სერვისიც.

სტუმრები სადილს ერთ ოთახში აღარ მიირთმევენ, მათ საშუალება აქვთ რომ საკვები აიღონ და სადაც მოესურვებათ იქ მოკალათდნენ.

შორეული დანიშნულებები

პოპულარული და შესაბამისად გადატვირთული კურორტები წელს ნაკლებად მოთხოვნადი გახდება, დამსვენებლებს ურჩევნიათ რომ ნაკლებ ხალხმრავლობაში დაისვენონ.

მოშორებით მდებარე დანიშნულებები მეტ აქტუალობას შეიძენს. მაგალითად, მალდივებზე პანდემიის დროს ტურისტული ბუმი იყო, რაც განცალკევებით მდგომი ვილებით აიხსნება.

იგივე სიტუაციაა ევროპაში, სადაც ოჯახებს ურჩევნიათ რომ დიდი ვილა დაიქირაონ და იქ დაისვენონ, ვიდრე სასტუმროს ოთხში იყვნენ და ათობით მეზობელი ყავდეთ.

ფრენა მხოლოდ მოკლე დისტანციაზე

დანიშნულებები რომლებიც ძალიან შორს მდებარეობს, წელს სავარაუდოდ ნაკლებად მოთხოვნადი იქნება.

მაგალითად ისეთი ქვეყნები როგორიცაა – ავსტრალია, ახალი ზელანდია თუ აშშ, სადაც საზღვრები შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩაიკეტოს, მოგზაურებს ზედმეტად სარისკოდ ეჩვენებათ.

ამიტომ ყველა ექსპერტი ერთხმად თანხმდება, რომ 2021 წელს, ყოველშემთხვევაში პირველი 6 თვის განმავლობაში, უპირატესობა ევროპას და ახლო–მახლო მდებარე ქვეყნებს მიენიჭება.

ანუ ისეთი დანიშნულებები როგორიცაა ესპანეთი, საბერძნეთი და პორტუგალია, წელსაც ძალიან პოპულარული იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები