LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორი გამხდარი ხარ, არ გაჭმევენ? რატომ არ თხოვდები?“ – რას ჰყვება სტომატოლოგი შორენა ჯინჯოლავა საზოგადოების მხრიდან ბულინგზე

169
Untitled design

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის, „პრაიმშოუს“ გაული ეპიზოდის თემა საზოგადოების ბულინგი იყო. საკუთარ გამოცდილებაზე გადაცემაში ექიმმა სტომატოლოგმა შორენა ჯინჯოლავამ ისაუბრა და ის ფრაზები გაიხსენა, რომელსაც მოქალაქეებისგან ხშირად ისმენს.

„სიგამხდრეს ეს ფრაზები დაემატა: „უი, რას ჰგავს?“, „რატომ არ თხოვდები, ალბათ, გამხდარი რომ ხარ ამიტომ“? „არ გაჭმევენ?“ – ამ დროს, მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უამრავი ადამიანი გამოვკვებო.

ჩემი სიგამხდრე იმდენად მაკომპლექსდება, პირველად შეყვარებული ვიყავი ადამიანზე, რომელიც ჩემს წონაზე 4-ჯერ მეტი იყო, ეს სიგამხდრე იმდენად მეზიზღებოდა, რომ პუტკუნა ყველა მიყვარდა.

მადლობა უფალს იმისთვის, როგორიც ვარ, ვიღაც დამოუკიდებლად საერთოდ ვერ გადაადგილდება. ჩემი სიგამხდრით შევძელი, რომ მესწავლა, ვარ სტომატოლოგი, მაქვს ჩემი სტომატოლოგიური კლინიკა. კოკო შანელს დავესესხები: „არ არსებობს უშნო ქალი, არსებობენ ზარმაცი ქალები“ – თუ ჩვენ მოვინდომებთ, რომ ვიყოთ ლამაზები, გამხდრებიც, პუტკუნებიც, მაღლებიც, დაბლებიც, ყველა ქალი შეიძლება იყოს ლამაზი“, – თქვა შორენა ჯინჯოლავამ.

საზოგადოებისგან წამოსული ბულინგი

🌸 როგორი გამხდარი ხარ, არ გაჭმევენ? რატომ არ თხოვდები? საზოგადოებისგან წამოსული ბულინგი ✨ შორენა ჯინჯოლავა #პრაიმშოუში

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები