LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 15-20 ოქტომბერს

95
მზიანი ამინდი

გარემო ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

17 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 21 ოქტომბრამდე, საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი.

18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

თბილისში, 15-17 ოქტომბერს, უნალექო, 18 ოქტომბრიდან კი წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-18 ოქტომბერს 20, +22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები