LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

193
Untitled design (85)

4 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

4 მარტს ქუთაისში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6.

ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში უნალექო დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +11, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში უნალექო დღეა. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ომალოშიც. დღისით +7, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები