Maroon 5-ის ფრონტმენი, ადამ ლივაინი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. როგორც ცნობილია, ის უკვე ხუთმა ქალბატონმა ამხილა უხამს შეთავაზებებსა და ფლირტში. ამის გამო არტისტმა ორსულ მეუღლეს საჯაროდ ბოდიში უკვე მოუხადა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, მისი იოგას მასწავლებლის მორიგი განცხადება გავრცელდა.
„პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ – ადამ ლივაინმა ბრალდებებზე პირველი კომენტარი გააკეთა
ალანა ზაბელი, რომელიც ადამს იოგას 2007-2010 წლებში ასწავლიდა, აცხადებს, რომ მუსიკოსი მას, როგორც ნაგავს, ისე ექცეოდა.
„საქმე არ არის სასიყვარულო კავშირსა და ფლირტზე, საუბარია ადამიანობაზე. ჩემი უარის შემდეგ, ერთი დღე სრულიად შიშვლებს გაგვეტარებინა, ადამი მე როგორც ნაგავს ისე მექცეოდა“, – აცხადებს 49 წოლის იოგას მასწავლებელი.
ის ასევე ამბობს, რომ ადამის უხამსი შეტყობინებების გამო, მასზე მისმა შეყვარებულმა ფიზიკურად იძალადა.