ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო და მქონდეს პასუხი, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
„გულწრფელად ვიტყვი, 2017 წლიდან დედაქალაქის მერი ვარ. ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ ყოველთვის არის უსაფრთხოება.
ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ყოველთვის არის მოთხოვნები, რომ სამუშაოების დროს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოება. თუ დავაკვირდებით, 2017 წლიდან დღემდე, უბრალო მუშასაც კი არ ჩამოვარდნია თმა, ისე განხორციელდა სამუშაოები და ასობით, ათასობით პროექტია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით.
შესაბამისად, პირადად ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, 4 შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზედაც მჭირდება პასუხები, თუ რა მოხდა“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის სიტყვებით, „ეს იყო ძალიან დიდი უბედურება.. რაც მოხდა, ეს უმძიმესი რამ იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის“.
„კონკრეტული პასუხები ჯერ არ გვაქვს რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს უბედურება, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა.
მინდა, კიდევ ერთხელ განმარტება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ზოგადად პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტის მხრიდან. დედაქალაქის მერია როდესაც იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაზე, ის აცხადებს ტენდერს პროექტზე..
მომზადებული პროექტი მერიას ჰბარდება ექსპერტიზა ჩატარებული, ექსპერტიზის გარეშე ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, მივიღოთ პროექტები, ამის შემდეგ მერე უკვე ცხადდება პროექტის შესრულებაზე ტენდერი. კონკრეტული გამარჯვებული კომპანიები გვყავს, ვინც ელექტრონულად იღებენ მონაწილეობას ტენდერში.
შემდეგ მერია ვალდებულია, ჩაიბაროს შესრულებული სამუშაო ექსპერტიზის დასკვნით, რაც მოხდა კონკრეტულად ამ შემთხვევაში. განხორციელდა პროექტი, იყო შესრულებული სამუშაოები და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მერიამ პროექტი ჩაიბარა.
ჩვენ უფლებაც არ გვაქვს, რომ პროექტი არ ჩავიბაროთ. თუ ის აკრედიტებული ექსპერტიზის დაცვით არის წარმოდგენილი“. – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, როგორც 4 შვილის მამისთვის ეს არის უმძიმესი ფაქტი.
„დააკვირდით, 2017 წლიდან დღემდე უბრალოდ მუშასაც არ ჩამოვარდნია თქმა, ისე მოხდა სამუშაოების განხორციელება. ასობით ათასობით პროექტი უკვე განხორციელდა.
პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზედაც აუცილებლად გვჭირდება პასუხები.“ – განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა. ცხრავე მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამავე თემაზე:
ლაშა ფურცხვანიძე – არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი