LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც იქნა: პრემიერლიგა და სერია ა ბრუნდებიან, თარიღები ცნობილია

65
52691301-303

ევროპის ორი გამორჩეული ჩემპიონატი მალე დაბრუნდება.
სერია ა 20 ივნისს განახლდება.
თუმცა, თუ რომელიმე გუნდის თუნდაც ერთი ფეხბურთელი დაინფიცირდება, მთელი გუნდი ორკვირიან იზოლაციაში წავა.

ქვეყნის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა იმედოვნებს, რომ იტალიის თასის თამაშები უკვე 13 ივნისს ჩატარდება. თუმცა ამისათვის საჭირო იქნება პრემიერ მინისტრ ჯუზეპე კონტეს დეკრეტის გაუქმება, რომელიც იტალიაში 14 ივნისამდე სპორტული შეჯიბრებების გამართვას კრძალავს.

 

Football Italia-ის ცნობით, ექსპერტების სამთავრობო ჯგუფმა დაამტკიცა სამედიცინო პროტოკოლი მატჩებისთვის, რომელიც გარკვეულ პირობებს მოიცავს.

იტალიის ჩემპიონატი მარტში შეწყდა. ლიდერი “იუვენტუსია”.

 

იტალიას რამდენიმე დღით დაასწრებს ინგლისი. პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება ორი მატჩით: “სიტი”-“არსენალი” და “ასტონ ვილა”-შეფილდი”.

კლუბებებმა მორიგი შეკრება მოაწყვეს და თარიღები შეათანხმეს.

 

პრემიერლიგის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ რესტარტის დღეს 28-ე ტურის ზემოხსენებული ორი გადადებული მატჩი გაიმართება. აქედან გამომდინარე ყველას 29 ჩატარებული თამაში გამოუვა.

მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართება.

30-ე ტური 20 ივნისს შედგება. არ არის გამორიცხული ერთი თამაში 19-ში ჩატარდეს.

პრემიერლიგიას დიდი სხვაობით “ლივერპული” ლიდერობს (25 ქულით უსწრებს “სიტის”), რომელსაც ჩემპიონობამდე სულ ცოტა უკლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები