LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც იქნა: ლივერპულს ჩემპიონის თასი ეღირსა – ლამაზი სიწითლე მოედანზე და მოედანს მიღმა

70
ruec50b5380cb

“ლივერპულის” ფეხბურთელებმა ბოლოს და ბოლოს აღმართეს დამსახურებული თასი.

მერსისაიდელებმა პრემიერლიგის გამარჯვებულის ჯილდო ბოლო საშინაო მატჩში ჩაიბარეს. “ლივერპული” “ჩელსის” შეხვდა, ლონდონელებმა თამაშის დაწყებამდე საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს მეტოქეს. შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

“ლივერპულის” ფეხბურთელებმა პირველად აიღეს პრემიერლიგის ჩემპიონის თასი. გუნდი ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 30 წლის წინ იყო. ჯამში კი ეს მე-19 საჩემპიონო ტიტულია (უფრო მეტი, 20 მხოლოდ “მანჩესტერს” აქვს).

დაჯილდოების ცერემონიის დროს ფეხბურთელებმა კლუბის ჰიმნი  You’ll never walk alone იმღერეს.

სხვათა შორის, “ლივერპული” ზედიზედ სამი სეზონია საშინაო მატჩს არ აგებს.

მოედანზე მოწყობლი ცეცხლოვანი ზეიმის გარდა, “ენფილდის” მიმდებარედაც ერთი ამბავი იყო.

მოკლედ, დავტკბეთ ფოტოებით.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები