LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ” – კახა კალაძე იტალიელ ხალხს

204
Capture

თბილისის მერი, კახა კალაძე საკუთარ “ინსტაგრამზე” იტალიელი ხალხის მხარდასაჭერ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც კალაძე წერს, იტალია მისთვის მეორე სახლია და მისთვის განსაკუთრებულად გულსატკენია იმის ყურება როგორ იტანჯება ის დღეს.

“სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით ვგულშემატკივრობ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს. ასევე, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის.

ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.

როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ. სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო – ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ! თავს გაუფრთხილდით!” – წერს კალაძე.

თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა

 

ასევე იხილეთ:

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა იკლებს: ქვეყანას 7 432 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

BBC: როდის დაუბრუნდება მსოფლიო ძველ ცხოვრებას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები