მოძრაობა „აი იას“ წევრი, ვატო შაქარიშვილი ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ „როგორც ჩანს, სოსო გოგაშვილმა პირადი შურისძიება საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დააყენა და ჩაერთო იმ ბინძურ სქემაში, რომელსაც „ნაცმედია“ საქართველოში წლებია ახორციელებს“.
ვატო შაქარიშვილის განმარტებით, „ერთხელ და სამუდამოდ უნდა აეხადოს ფარდა ე.წ. კრეპსების და საიდუმლო ფაილების დაუსრულებელ ისტორიას“.
„ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებდით თვალ-ყურს როგორ იზოგავდნენ ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა სკანდალურ ინფორმაციას, როგორ ატყუებდნენ საზოგადოებას, როგორ იგონებდნენ, როგორ ქმნიდნენ ფეიკ ნიუსებს და ამით ცდილობდნენ საზოგადოებრივ პროცესებზე ნეგატიური გავლენის მოხდენას. სამწუხაროა, ამ ყველაფერში ყოფილი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირის მონაწილეობა. როგორც ჩანს, მან პირადი შურისძიება საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დააყენა და ჩაერთო იმ ბინძურ სქემაში, რომელსაც „ნაცმედია“ საქართველოში წლებია ახორციელებს“, – განაცხადა შაქარიშვილმა.