LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, კვლავ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის და გაწონასწორებულად, მშვიდობიანი გზით ვცდილობთ ქვეყნის გამთლიანებას: თეა წულუკიანი

86
untitled_2-png

ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კომენტარს აკეთებს.

“ჩვენ, როგორც ჩანს, კვლავ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, რომ ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად, მშვიდობიანი გზით ვცდილობთ ქვეყნის გამთლიანებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რასაკვირველია, მხარს უჭერს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ მეთოდები აქვთ სხვადასხვა.

ცნობისთვის, უკრაინულ ვებგვერდზე, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

ვანო ჩხარტიშვილი: ქართული მედიითა და უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული სია არის მორიგი „ფეიკი“ და ოპონენტებს სასამართლოში ფასის გადახდა მოუწევთ

15 კაციანი სიიდან 12 ქართველია – ვის სანქცირებას ითხოვს უკრაინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები