LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ცალმხრივად დააწესეს სანქცია, ასევე ცალმხრივად მოხსნეს” – ირაკლი კობახიძე რუსეთიდან ფრენებზე

158
ირაკლი-კობახიძე-2

როგორც ცალმხრივად დააწესეს სანქცია, ასევე ცალმხრივად მოხსნეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა და რუსეთთან ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გაიგზავნა სამი ტექნიკური დოკუმენტი და ამ ტექნიკური დოკუმენტების არ გაგზავნა, ნიშნავს სანქციის დაწესებას.

„მახსოვს, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაშინდელი შეშფოთება სხვადასხვა, მათ შორის იმ კუთხით, რომ ისინი წუხდნენ ჩვენი მოქალაქეების გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

დღესაც საინტერესოა ჩვენი მოქალაქეების და თანამემამულეების მდგომარეობა, ეს საკითხი არის ერთ-ერთი, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს. ანუ ცალმხრივად დაგვიწესეს სანქცია, მოქალაქეებს დაუწესეს სასჯელი და ეს სანქცია, როგორც ცალმხრივად დააწესეს ასევე ცალმხრივად მოხსნეს, ეს არის რეალობა, ანუ თანხმობა არის უკვე არასწორი ინტერპრეტაცია.

რაც შეეხება დოკუმენტების გაგზავნას საქართველოდან, გაიგზავნა სამი ტექნიკური დოკუმენტი, ამ ტექნიკური დოკუმენტების არ გაგზავნა, ნიშნავს სანქციის დაწესებას.

მნიშვნელობა არ აქვს სანქცია არის გაფორმებული იურიდიულად, თუ ირიბად აწესებ, რა მნიშვნელობა აქვს, შენ აცხადებ სანქციის ფორმით, რომ ვაჭრობას წყვეტ რომელიღაც ქვეყანასთან, მაგალითად რუსეთთან, თუ რეალურად კეტავ საზღვრებს და ა.შ. სანქცია არსებობს ფორმალური და არსებობს არაფორმალური. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ არც ფორმალურ და არც არაფორმალურ სანქციებს არ ვაწესებთ რუსეთის ფედერაციის მიმართ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები