LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს ვინმეს.. ღმერთისაგან და ადამიანისგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქცია – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

324
BeFunky-collage (3)

„ძალიან ბევრ რამეს შეცვლის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ქართული პოლიტიკისთვის, მაგრამ საქართველოს ისტორიაში დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი”, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე პრეზიდენტი პარტიიდან და ქართული პოლიტიკიდან მიდის.

“როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს [სააკაშვილი] ვინმე ბიოლოგიურ ორგანიზს და რა სისულელესაც არ უნდა აბრალებდეს მიხეილ სააკაშვილს, ერთ რაღაცაზე უარს ვერ იტყვის, რომ ღმერთისაგან და ადამიანისგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული ამ ადამიანმა თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქცია და ყველა ატრიბუტით ამ თანამედროვე სახელმწიფოსი, დღევანდელი ხელისუფლება დიდი სიამოვნებით სარგებლობს“,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

„2004 წლის შემდეგ არ მეხატებოდა გულზე.. მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და მას შორის გარიგება შედგება..“ – რას ამბობს ელისაშვილი სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დღეს ქართულ პოლიტიკაზე არ უსაუბრია.

„მე და პრეზიდენტს გვაქვს შეთანხმება, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ. პირველად რომ შევედი რუსთავის ციხეში, იმ დღიდან გვაქვს ეს შეთანხმება. არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს გეფიცებით. ახლა რაზე ვილაპარაკეთ: უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ამ თემებზე ვილაპარაკეთ. გარდა ამისა, ოჯახებზე. ვიდრე პრეზიდენტი თვითონ არ მეტყვის, პოზიციაც არ მაქვს ამ თემაზე. ქართულ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, მაშინ მე და მიშამ უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი 2013 წლიდან და ამისთვის არც დრო და არც საჭიროებაა, მდგომარეობა მძიმეა. მდგომარეობა მძიმე იმიტომ კი არ არის, რომ ყურადღებას აკლებენ „ვივამედის“ ექიმები ან სამედიცინო პერსონალი, მძიმეა, რადგან ამ ადამიანს აქვს დაავადებების მთელი თაიგული, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს.

შეიძლება, ჩვენ დავსხდეთ და დავიწყოთ უსაგნო დისკუსია, ეს ადრე ჰქონდა თუ ციხეში გაუჩნდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება, წერტილი. ამის შემდეგ ჭკუა თუ გაგვაჩნია როგორც ერს, არ ვიზამთ, რომ კიდე ერთი პრეზიდენტი მოკვდეს საშინელ პირობებში. სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ დაწესებულებაში გადაყვანა, ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა, ამას არც ოქსფორდის განათლება სჭირდება და არც სორბონის. კლინიკური იდიოტი უნდა იყო რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. თუ ხელი გაქვს აღებული ევროპაზე და თუ ხელი გაქვს აღებული ჩვენ მომავალზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ვერბალურად რასაც არ უნდა ამტკიცებდე საწინააღმდეგოს, მაშინ ქართველი ხალხი სხვანაირ განაჩენს გამოიტანს. თუ რამეზეა საქართველოში კონსესუსი, ეს არის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები უკრაინას უკავშირდება და არა საქართველოს.

ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა – კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკიდან წავიდა

მანამდე კი სააკაშვილის შვილმა, ედუარდმა განაცხადა, რომ მამამისი ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს. 

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები