LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც.. აქ შტერი არავინ არის, მინდა, ეს ყველამ იცოდეს“ – ზარქუა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

118
ირაკლი ზარქუა

„მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ისევე როგორც ადრე, ქვეყანაში რევოლუციური ტალღები მომავალშიც აღიკვეთება:

„იქ ონკოლოგიასა და დედების დახმარებაზე არ იყო საუბარი, მსჯელობა იყო, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, როგორც ჩართონ ამ პროცესში ახალგაზრდები და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ, აქ შტერი არავინ არის, მინდა, ეს ყველამ იცოდეს.

როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც. ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკა განვავითაროთ“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ.

მოგვიანებით აღნიშნულ ინფორმაციას, განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დაუჭერენ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები