მომღერალი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი დედას დედის დღეს სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს და ბავშვობის დროს დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„დედა, გილოცავ დედის დღეს! ჯანმრთელი და ბედნიერი მყავდე კიდევ ძააალიან დიდ ხანს! შენ ხარ მთელი სამყარო, სიკეთით, სითბოთი, ნიჭით, ადამიანობითა და სიყვარულით სავსე. შენ გვავსებ მთელ ჩვენ დიდ ოჯახს რწმენით, იმედით, ენერგიით, სიხარულით… ასე რომ, როგორც აი, იმ ფოტოზე, 2 წლის რომ ვარ და მუშტაიდის ცხენზე ამხედრებულს მიმაგრებ ზურგს, დღესაც ასე გვამაგრებ და გვაძლიერებ ყველას – შენს მეუღლეს, 2 შვილს, 6 შვილიშვილსა და 3 შვილთაშვილს! დედა, გვიყვარხარ ყველას უზომოდ და გილოცავთ დედის დღეს, ჩვენო ერთადერთო!“. – წერს გია ბაღაშვილი.