LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ადრე დავახევინეთ ხელისუფლებას ჩვენი პროტესტით, ახლაც ასევე დავახევინებთ უკან: ზაალ უდუმაშვილი

88
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პროტესტის გარდა არაფერი არ ესმის და როგორც ადრე დაახევინეს უკან თავიანთი პროტესტით, ახლაც ასე დაახევინებენ უკან. მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია, ოპოზიციას კი ცოტა დრო აქვს და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

ზაალ უდუმაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ „ერთადერთი მოტივი რის გამოც საპარლამენტო მანდატს ინარჩუნებს – საკონსტიტუციო ცვლილებებია, რადგან მანდატის დატოვების შემთხვევაში „საკონსტიტუციო ცვლილებები ავტომატურად ჩავარდება“.

„ჩვენ სხვა არჩევანი გარდა პროტესტისა ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა, არჩევნები გააყალბა, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებებს. ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში არის მასშტაბური, ყოვლისმომცველი პროტესტი, თითქოს ყოველდღე ყველა ქალაქში არის საპროტესტო აქციები, 6 ნოემბერს გაიმართება მასშტაბური აქცია. ამ ხელისუფლებას სხვა ენა, გარდა პროტესტისა არ ესმის და როგორც ადრე დავახევინეთ ჩვენი პროტესტით, ახლაც ასევე დავახევინებთ უკან, დრო ცოტა გვაქვს და გვჭირდება ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რადგან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

ერთადერთი მოტივი რის გამოც საპარლამენტო მანდატს ვინარჩუნებთ ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენ რომ მანდატი დავტოვოთ ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება ავტომატურად. არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ცვლილებები ჩააგდოს“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები