LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი საქართველოში ყველაზე მარტივად?

962
12

ყველაფერი ბიტკოინის შესახებ

2009 წელს, მაშინ როდესაც სატოში ნაკამოტო ანონიმურად ქმნიდა ერთ-ერთ პირველ ვირტუალურ კრიპტოვალუტა ბიტკოინს, მსოფლიო ჯერ კიდევ შორს იყო კრიპტო რევოლუციამდე. ანონიმურობასა და რეალურ ფინანსურ თავისუფლებაზე ორიენტირებული კრიპტო ვალუტა, რომელსაც ხშირად კრიპტო ოქროსაც უწოდებენ, ქართულ ბაზარზე აქტიურად შექმნიდან 8 წელში გამოჩნდა და დღემდე უამრავი ადამიანის დაინტერესებას იწვევს.

ადამიანები ბიტკოინს განიხილავენ, როგორც საინვესტიციო საშუალებას და ეს სწორიც არის, რადგან თუ სტატისტიკას მივადევნებთ თვალს, ბიტკოინი შექმნის დღიდან პროცენტულად იზრდება, ანუ იმატებს მისი ფასი.

საქართველო კრიპტო ბაზარზე კი, აქტიურად 2020 წლის პერიოდში გამოჩნდა, როდესაც ქვეყანა მაინინგით, ანუ ბიტკოინის გამომუშავებით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებდა, შესაბამისად ბიტკოინი და საქართველო კარგა ხანია დაკავშირებული თემებია.

რა უპირატესობა აქვს ბიტკოინით ვაჭრობას?

ბიტკოინი შექმნის დღიდან დიდ ყურადღებას იქცევს მისი რამდენიმე თვისებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ეს ციფრული აქტივი წარმოადგენს ფინანსური თავისუფლების ნამდვილ გარანტს. მისი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ თავი აარიდოთ ცენტრალურ მაკონტროლირებად ორგანოებსა და ზედმეტ ბიუროკრატიას.

გარდა ამისა, ბიტკოინი რეალურად უსაზღვრო ციფრული აქტივია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი თან წაღება შეგიძლიათ ყველგან, მთავარია გქონდეთ ბიტკოინის საფულე, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური, მეხსიერების ბარათის მსგავსი მოწყობილობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ბიტკოინის მთავარი უპირატესობაა მისი ვაჭრობისას – მისი ყიდვა ნიშნავს ინვესტიციის მუდმივად მზარდ აქტივში განთავსებას. სტატისტიკურად, ამ კრიპტოვალუტაზე ფასი მისი შექმნის დღიდან იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, მისი ფასი $27 000 ფარგლებში მერყეობს.

2010 წელს ამერიკაში მცხოვრებმა ლაზლო ჰანიეცმა 10 000 ბიტკოინის სანაცვლოდ ორი პიცა შეუკვეთა, დღეს ამ რაოდენობის ბიტკოინის ღირებულება კი $270 000 000 უტოლდება.

როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი საქართველოში?

ყოველდღიურად მზარდ კრიპტო ინდუსტრიაში შესაბიჯებლად დღეს მხოლოდ სურვილი და ცოტა მონდომებაღა კმარა. პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტო რა მიზნით ყიდულობ ბიტკოინს – შეინახავ მას დროის გარკვეული მონაკვეთით და დაელოდები კრიპტოს ფასის ზრდას, თუ მას მოკლე ვადიან აქტივად განიხილავ.

შემდგომ, ირჩევ შესაბამის ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, სადაც მარტივად დარეგისტრირდები და ზედმეტი პროცედურების გარეშე იყიდი ბიტკოინს. საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე კრიპტო პლატფორმა – ბაინანსი, კრიპტალი, მაიქოინსი და ქოინმანია.

კრიპტო ბირჟები გთავაზობენ ბიტკოინის პირდაპირ მათგან, ან სულაც სხვა, შენნაირი თრეიდერისგან ყიდვას. მაგალითად, ქართულ კრიპტო ბაზარზე არსებული ორი კომპანია – ქოინმანია და მაიქოინსი – მომხმარებლებს სთავაზობენ კრიპტოვალუტებისა და ბიტკოინის პირდაპირ მათგან ყიდვას, სადაც შენ მხოლოდ უთითებ რა რაოდენობას კრიპტო აქტივი გსურს რომ მიიღო.

თუ კრიპტოვალუტებში რაიმე სახის გამოცდილება გაქვს, მაშინ ბიტკოინის საყიდლად შეიძლება ბაინანსი გამოიყენო, რომელიც გლობალური კრიპტო ბირჟაა და საქართველოშიც წარმოდგენილია. აქ მომხმარებელს ბიტკოინის ყიდვა როგორც პირდაპირ ბირჟისგან, ასევე სხვა მომხმარებლებისგან შეუძლია, თუმცა ეს უკანასკნელი პროცედურა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისა და კრიპტო ინვესტორებისთვის არის განკუთვნილი. დამატებით კი, პლატფორმაზე შეზღუდული გადახდის მეთოდებია, ანუ შენ კრიპტოს საყიდლად განკუთვნილ fiat ვალუტას ძნელად თუ შეიტან საკუთარ ანგარიშზე, უშუალოდ ტარიფები და საკომისიოები კი, არც ისე იაფია.

ხოლო თუ ბიტკოინის ყიდვა შენთვის მოსახერხებელია როგორც პირდაპირ ბირჟისგან, სულ რამდენიმე დაწკაპუნებით, ასევე სხვა თრეიდერისგან, შენთვის მისაღებ მაქსიმალურად კარგი ფასით, შესაძლოა კრიპტალი გამოგადგეს, რადგან პლატფორმა მისი მარტივი ინტერფეისიდან გამომდინარე აკმაყოფილებს, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი კრიპტო ენთუზიასტების სურვილებს და ის სამართლიანად ითვლება საქართველოში ყველაზე სანდო სავაჭრო პლატფორმად.

გარდა ონლაინ კრიპტო ბირჟებისა, ბიტკოინის ყიდვა შესაძლებელია სხვა ხერხებითაც, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ბიტკოინის აპარატი. ამგვარი აპარატები ჩვეულებრივ საბანკო აპარატებს, ATM მოწყობილობებს წააგავს და ქალაქის სხვადასხვა წერტილსა და სუპერმარკეტში შეხვდებით.

მათი მუშაობის პრინციპი კი ძალიან მარტივია, უთითებ რა რაოდენობის ბიტკოინის ყიდვა გსურს, უთითებ შენი საფულის მისამართს, აპარატში ათავსებ შესაბამისი რაოდენობის ნაღდ ფულს და სულ ეს არის, კუთვნილი აქტივი შენს ბიტკოინის საფულეში რამდენიმე წამში აისახება.

ამგვარი აპარატების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლია სასურველი კრიპტო აქტივი, ჩვენს შემთხვევაში ბიტკოინი, ნაღდი ფულის დახმარებით იყიდოთ, სრულიად ანონიმურად, ყოველგვარი ზედმეტი ინფორმაციის შეყვანის გარეშე, სწორედ ისე, როგორც ჭეშმარიტ დეცენტრალიზებულ აქტივს, ბიტკოინს შეეფერება.

ბიტკოინი – ინვესტირებისათვის საუკეთესო ციფრული აქტივი

თუკი ეძებ გზებს, სად დააბანდო შენი აქტივები, შესაძლოა ინოვაციური და ამავე დროს უკვე კარგად გამოცდილი ციფრული კრიპტოვალუტა ბიტკოინი იყოს შენს კითხვაზე პასუხი.

ბიტკოინი 13 წელია რაც გლობალურ ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში მისი დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიიდან გამომდინარე უკვე მოიპოვა დიდი სანდოობა, რაც გარკვეულწილად მის ფასშიც აისახება.

აქტივის ქართულ ბაზარზე გამოჩენა კი, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რადგან უამრავი ადამიანი დაინტერესდა ბიტკოინით, პირველ რიგში მისი საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე.

არ აქვს მნიშვნელობა, ინვესტირების მეთოდს დროის მოკლე პერიოდში განიხილავ თუ გრძელვადიანი გეგმა გაქვს დასახული, ბიტკოინი ნებისმიერ შემთხვევაში კარგი არჩევანია, რადგან კრიპტო აქტივი ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ზრდადი ინვესტიციაა, თავად აქტივი კი, დიდ კრიპტო სამყაროში ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ქოინია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ბიტკოინიც მეტად პოპულარული ხდება, როგორც გლობალურად, ასევე ქართულ ბაზარზე, შესაბამისად უამრავმა ბიზნესმა თუ კერძო პირმა დაიწყო მისი, როგორც გადახდებისა და გადარიცხვების მეთოდად გამოყენება, რაც მომავალში მის ფასს აუცილებლად გაზრდის.

კრიპტო ეკოსისტემაში კი, ბიტკოინი ლიმიტირებული რაოდენობით არის, რაც ნიშნავს იმას, რომ 21 მილიონ ცალ ბიტკოინზე მეტი მიმოქცევაში არ ჩაეშვება, ეს ფაქტორი კი, მის ფასზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.

გარდა ყველაზე კარგი საინვესტიციო პოტენციალისა, ბიტკოინით ოპერირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა ყველა ადამიანისათვის, არ აქვს მნიშვნელობა კრიპტო სამყაროში ახლახან შემოაბიჯე, თუ უკვე დაგიგროვდა გამოცდილება. მთავარია გქონდეს ბიტკოინის საფულე, რომელიც შენი აქტივების უსაფრთხოდ შენახვისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ბიტკოინის საფულე კი, შეგიძლია იმ კრიპტო სავაჭრო ბირჟაზე შექმნა, რომელზეც აქტივის ყიდვას გადაწყვეტ და საკმაოდ მარტივი პროცედურაა, რომელსაც რამდენიმე დაწკაპუნება სჭირდება. გარდა ამისა, შეგიძლია შეიძინო ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც უსაფრთხოდ შეინახავს შენს ინვესტირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები