LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიმკურნალოთ, როცა მედიკამენტებს შედეგი არ მოაქვს – ცნობილი ფიტოთერაპევტის, დავით ვაშაძის რჩევები

13568

ოთხშაბათს 19 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ფიტოთერაპიას მიეძღვნა. მცენარეებით მკურნალობა, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. როგორც წესი, ფიტოთერაპიას პაციენტები მაშინ მიმართავენ, როცა ტრადიციული მედიცია მკურნალობისას შედეგს არ იძლევა. რა დაავადებების დროს არის ეფექტური მცენარეებით მკურნალობა, რა შედეგები აქვთ პაციენტებს უმძიმესი დაავადებებთან ბრძოლის პროცესში და რაში მდგომარეობს ფიტოთერაპიის უნიკალური ეფექტის საიდუმლო – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში ექიმმა-ფიტოთერაპევტმა, დავით ვაშაძემ ისაუბრა.

ბატონო დავით, რა არის ფიტოთერაპია და საიდან იღებს ის სათავეს?

ფიტოთერაპია ერთ-ერთი უძველესი დარგია, თერაპია ნიშნავს ყველაფერს შინაგანს, ფიტო კი მცენარეს. საუკუნეების განმავლობაში დაიხვეწა ეს დარგი, შეგროვდა ბევრი საინტერესო რეცეპტი. საქართველოში მხოლოდ ხუთი წიგნი შემოგვრჩა და  თითოეული მათგანი უნიკალურია. ჩინური და ქართული მედიცინა ნამდვილად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. წინა საუკუნეებში მარტივი იყო ინფორმაციის, რეცეპტების გაცვლა. რაც შეეხება ქიმიური და მცენარეული წამლების დაპირისპირებას, კვალიფიციურ ექიმს შეუძლია დანიშნოს ან ქიმიური მედიკამენტი, ან სხვადასხვა მცენარით ააწყოს წამალი. სასურველია პაციენტისთვის კეთდებოდეს ინდივიდუალური წამალი. დღეს საქართველოში ყველაფერს ერთი წამლით მკურნალობენ. წამალი ყველა კარგია, თუ ის ხარისხიანია, შეირჩევა დროულად და სწორად. სეფსისს რომ ბალახებით უმკურნალო, ეს სრული იდიოტობა იქნება, ადამიანი დაიღუპება…

რატომ არის ფიტოთერაპია ეფექტური მაშინ, როდესაც  ქიმიურ მედიკამენტებს შედეგი არ მოაქვს?

ხდება პაციენტთან გასაუბრება, ირკვევა, ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა კვლევაში, შესაბამისად არასწორად ინიშნება წამალიც. ზოგ შემთხვევაში მედიკამენტი უხარისხოა და ა.შ. წინათ ყველა ახალი წამლის გამოცდა მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა. დღეს უამრავი ახალი მედიკამენტი შემოდის, ძალიან კარგი ანოტაცია აქვს და არის სრულიად უშედეგო. ძვირი წამალი – იმედია ეს ფრაზა აღარ იარსებებს და ადამიანს ექნება საშუალება მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით შეიძინოს წამალი.

რა დაავადებების დროს მოდიან ადამიანები თქვენთან?

კარგი შედეგგი რომ მიიღო, აუცილებელია კვლევა იყოს ჩატარებული ზუსტად. მარტივად ექვემდებარება მკურნალობას ალერგია, ყაბზობა, დიარეა, დერმატიტები, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ეს უკვე დიაგნოზია  და მას შესაბამისი პროგრამული მკურნალობა სჭირდება, თუმცა შეგვიძლია მივეხმაროთ, რომ არ დაზიანდეს სხვადასხვა ორგანო. თუ თირკმელკენჭოვანი დაავადებაა, გააჩნია რა ეტაპზე მოხვდება პაციენტი ჩვენთან. ასევე, ეფექტურია ფიტოთერაპია ძილის პრობლემებისას, წნევის დარეგულირებისას, თუმცა, თუ არ არის ჰიპერტონია. მინდა ასევე ვთქვა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის, მთავარია დროული მკურნალობა. იმ დროს, როდესაც პაციენტი იკეთებს ქიმიოთერაპიას და აქვს ტოქსიკური გამოვლინება, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, თუკი წარმოიქმნება კუჭის მოქმედების პრობლემა, ფიტოთერაპია ეფექტურია, მაგრამ ის, რომ გააქრო სიმსივნური წარმონაქმნი, ასე არ ხდება. თუ ქიმიოთერაპიისას ვარდება თრომბოციტები, ან ირღვევა ღვიძლის ფუნქცია, სრულიად შესაძლებელია უმოკლეს ვადაში მდგომარეობის გაუმჯობესება.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემები აქვს, რომ  ექიმთან სიარული არ დასჭირდეს?

რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მომრავლდა ბავშვების მიერ წონის დაკლებისთვის დიეტების დაცვა. ადამიანის ორგანიზმი ყალიბდება 23-25 წლამდე და თუკი ის მკაცრ დიეტაზეა და არასრულფასოვნად იკვებება, ჩამოუყალიბდება არაჯანსაღი ორგანო, არ იქნება ჯანსაღი კანის, თმის, კბილის ტრუქტურა. ორგანიზმს შეუძლია მოინელოს ყველაფერი, გარდა ქიმიური დანამატებისა და საღებავებისა. კონსერვანტდამატებული პროდუქტი ასევე რთული მოსანელებელია. დილით გაღვიძების შემდეგ აუცილებელია წყლის დალევა და მცირე საუზმის მიღება, ასევე, აუცილებელია სადილის მიღება. იმდენი პრობლემა მოიხსნება ამ დროს, რომ ექიმთან დიდ ხანს აღარ წახვალთ.

რას იტყვით ბავშვებზე, რომლებსაც გამუდმებით აწუხებთ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები?

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ალერგიულ ასთმური ბრონქიტი, ჭეშმარიტი ასთმა ბავშვებში ძალიან იშვიათია. ეს გამოწვეულია მედიკამენტით, ან გარემოთი და ა.შ. რთულია განიკურნოს სეზონური ალერგია. რაც შეეხება მზის, კვებით, მედიკამენტოზურ, მტვრის ალერგიას, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.

უშვილობის პრობლემა…

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მთავარია დადგინდეს სწორი სტრატეგია. ხდება გასაუბრება და დგინდება პრობლემა. შეიძლება იყოს ატიპიური საშვილოსნო, ფოლიკულის არ მომწიფება, ფარისებრის პრობლემა და ა.შ. მე ვიცი ვინ უნდა მივიღო და ვისთან მაქვს შედეგი. კარგი შედეგები გვაქვს ლაქტაციის პერიოდში რძის მოყვანისას, რძის შეწყვეტა არ შემიძლია, სამწუხაროდ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ ძალიან კარგი შედეგი მოკლე დროში – ვადებზე ვისაუბროთ….

ყველა ექიმს მკურნალობის თავისი სტრატეგია აქვს. მაგალითად ერთი კვირა მკურნალობს, შემდეგ რამდენიმე დღე ისვენებს, რომ სიტუაცია სწორად შევაფასოთ. მაგალითად თირკმელ–კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, გააჩნია, როგორია კენჭის შემცველობა, ზოგ შემთხვევაში ერთ კვირაში იშლება, ზოგჯერ კი თვეზე მეტია საჭირო. თუკი პაციენტს კუჭის წყლული აქვს, მხოლოდ ბარიუმით ჩატარებული კვლევა ბოლომდე ინფორმაციული არ არის, უმჯობესია ენდოსკოპიური კვლევა იყოს. ინფორმაციის შეგროვების შედეგად ვადგენთ მცენარეული თუ ქიმიური მედიკამენტი სჯობს და ა.შ.

საშარდე გზების ინფექციებსა და ფილტვების პრობლემას თუ მკურნალობთ?

გააჩნია მდგომარეობას. ორი ერთნაირი წამალი არ გამიკეთებია, ყველას სჭირდება განსხვავებული წამალი. ბალახი არაფერს გავნებს, ეს სწორი არ არის, შეიძლება პაციენტი ქიმიურ მედიკამენტს იღებდეს და მცენარეულმა წამალმა ის ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნოს. რაც შეეხება ფილტვების პრობლემას, ანთებას, ბრონხიტებს – კარგი შედეგი გვაქვს. ტუბერკულიოზის შემთხვევაში, ფიტოთერაპიას კარგი შედეგი აქვს კომპლექსურად, ქიმიურ წამლებთან ერთად.

თუ არის შემთხვევები, როდესაც საბოლოოდ აღმოფხვერით ის დაავადება, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში ებრძვის?

რა თქმა უნდა. ბევრ შემთხვევაში ასეა, მაგალითად ქრონიკული დიარეა, ყაბზობა, თორკმელ-კენჭოვანი დაავადებები, ტუბერკულიოზი, პარაზიტულ ჭიები, ალერგიები… ზოგ შემთხვევაში ძალიან ბევრი გართულების არიდება შეიძლება. რა თქმა უნდა, მყავს ონკოლოგიური პაციენტები, თუმცა გააჩნია რა პრობლემაზე ვმკურნალობთ. მივმართავ ყველა ონკოლოგიურ პაციენტს, დროული ჩარევა ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ, ონკოლოგია ისე დაიხვეწა, რომ ყოველწლიურად ძალიან კარგი შედეგებია, მე კი ადამიანებს მდგომარეობის შემსუბუქებაში ვეხმარები.

სიმპტომი, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს – ნევროზი.. თქვენ ამ მიმართულებით ბევრი პაციენტი გყავთ…

უნდა შეფასდეს პაციენტის კატეგორია და ნევროზის გამომწვევი ფაქტორი. შეიძლება ზოგჯერ ვურჩიო პაციენტს, რომ ფსიქიატრს მიმართოს. გააჩნია ასაკს, გარემოს… თუკი ადამიანს რაიმე პრობლემა მოეხსნება, თავისთავად მას ნევროზიც აღარ აქვს. საჭიროა ინდივიდუალურად ფაქტის განხილვა და მკურნალობის შერჩევა. რაც შეეხება შფოთვას ბავშვებში, ეს მარტივი მოსაგვარებელია, თუკი უძილობით არის გამოხატული. თუ ადამიანი დღის განმავლობაში მშვიდად იქნება, მას ძილიც კარგი ექნება. ჩვენ პრობლემას საძილე საშუალებებით კი არ უნდა ვუმკურნალოთ, არამედ ზოგადად ნერვული მდგომარეობის გაუმჯობესებით, რაც ძილზეც აისახება. შეიძლება ადამიანი დღის განმავლობაში იყოს მშვიდად, კარგად და მხოლოდ ძილი უჭირდეს, ამ დროს შეგვიძლია მივცეთ საძილე საშუალება.

ჰორმონალური პრობლემები – ფრაზა, რომელიც ძალიან გახშირდა ბოლო პერიოდში…

გააჩნია რა ეტაპზე მოვა პაციენტი, თუ ეს არის ფოლიკულის არ მომწიფება, მაღალი პროლაქტინი და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. მე აუცილებლად მივცემ მას სწორ მიმართულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები