LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვასწავლოთ ტვინს სწრაფად ჩაძინება – ფსიქოლოგის სამი რჩევა

150
woman-sleep-problem-insomnia

ამერიკელმა ფსიქოლოგმა მაიკლ გრანდერმა ახსნა, თუ როგორაა შესაძლებელი უკეთ ჩაძინება.

1. შეადგინე რეჟიმი და არ დაარღვიო ის
ექსპერტის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება, გამონაკლისი არ უნდა დაუშვათ უქმეებზეც კი. მსგავსი მიდგომა აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმმა მელატონინის ჰორმონის გამოყოფა ისწავლოს, ეს ჰორმონი ძილის ციკლებს ისე დაარეგულირებს როგორც საჭიროა.
დასაწყისისთვის შესაძლებელია, რომ გაღვიძების დროებს მიაქციოთ ყურადღება, სპეციალისტის აზრით, დღის სწორი რეჟიმის გამოსამუშავებლად ეს მშვენიერი მეთოდია. მართალია, ვერ ვაკონტროლებთ იმას თუ როდის მოგვინდება ძილი, თუმცა გაღვიძების დრო ნამდვილად ჩვენს ხელშია, დააზუსტა გარდნერმა.

2. არ დაწვე თუკი არ გეძინება

ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ თუკი ვერ იძინებთ საწოლში წოლა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ წესის დარღვევას ქრონიკული უძილობის გამოწვევა შეუძლია. უმჯობესია ადგეთ, გაიაროთ გამოიაროთ და მხოლოდ მაშინ მიხვიდეთ საწოლთან, როცა ამას ორგანიზმი მოგთხოვთ.

3. შეცვალე შენი დამოკიდებულება ძილის მიმართ

გრანდერის აზრით, ბევრი ადამიანი ძილს გართობასა და სხვადასხვა საქმეებს წირავს. მსგავსი მიდგომა კი ნამდვილად დამღუპველია. ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი მაინც უნდა ეძინოს, რათა ორგანიზმმა სრულფასოვანი დასვენება მოასწროს. ამიტომ მიუდექით ამ საკითხს უფრო სერიოზულად და ძილისთვის ყოველთვის საკმარისი დრო დაიტოვეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები