LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ უყურებს და როგორ ეხება“ – შერის 40 წლით უმცროს შეყვარებულთან თაფლობის თვის ფაზა აქვს

86
page

76 წლის შერი და 36 წლის ალექსანდერ ედვარდსი უკვე ორი თვეა ერთმანეთს ხვდებიან. ინსაიდერების განცხადებით, წყვილი ერთად ცხოვრობს და საოცრად ბედნიერია. ახალი გულის სწორის შესახებ შერიმ სოციალურ ქსელში უკვე ისაუბრა და განაცხადა, რომ სიყვარულმა მათემატიკა არ იცის.

„სიყვარულმა მათემატიკა არ იცის“ -76 წლის შერი 40 წლით უმცროს სატრფოზე „ტვიტერზე“ წერს

მართლაც, 40 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, შერი და მისი „სათამაშო ბიჭუნა“, როგორც მას ტაბლოიდები მოიხსენიებენ,  შესანიშნავად გრძნობენ თავს. ალექსანდერი აშკარად შეყვარებულია პოპ-ვარსკვლავზე და ეს ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.

გუშინ წყვილი კალიფორნიის სანაპიროზე მდებარე რესტორანს ეწვია. 36 წლის პროდიუსერი საყვარელ ქალბატონს გვერდიდან არ შორდებოდა, ისინი ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ.

„თაფლობის თვის ფაზა 40 წლის უფროს შერისთან“, „როგორ უყურებს და როგორ ეხება“, „ეს აშკარად სიყვარულია“, – წერე კომენტარებში.

„სიყვარულო ძალსა შენსა“ – 76 წლის შერი 40 წლით უმცროს „სათამაშო ბიჭთან“ ერთად პაემანზე გამოჩნდა

76 წლის შერიმ 40 წლით უმცროსი გულის სწორი გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები