LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გრიპის სიმპტომები გაქვთ და ანტიგენის ტესტი უარყოფითია – გიორგი კავკასიძის განმარტება

33299
Untitled design (43)

7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 600 ადამიანს აქვს „ომიკრონი“ დადასტურებული.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის გიორგი კავკასიძის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამი გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმდინარეობს, ამიტომ პირებმა, ვისაც გრიპის სიმპტომები აქვთ და კოვიდის ანტიგენის ტესტი უარყოფითს უჩვენებთ, PCR  კვლევა უნდა ჩაიტარონ.

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განმარტა, ანტიგენის სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ დადასტურებისას ბევრად უფრო ხშირად ცდება, ვიდრე სხვა შტამების შემთხვევაში.

 

"იანვრის ბოლოს შესაძლოა, ყოველდღიურად 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდეს" - რამდენად საშიშია საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი

„ჩვენთან დღემდე ყველაზე მაღლი მაჩვენებელი 17 აგვისტოს დაგფიქსირდა, 6208 შემთხვევა გვქონდა“. - ჩხაიძე

 

„ომიკრონი“ მიმდინარეობს ტიპური გრიპის სიმპტომებით. ესენია სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი კი არა, არამედ ჩახეხილობის შეგრძნება, კუჭის აშლილობა და გულისრევა. ეს არის ყველაზე ადრეული დამახასიათებელი სიმპტომები.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციით, იმ პირებს, ვისაც აქვს მსგავსი სიმპტომები და ანტიგენის სწრაფი ტესტი აჩვენებს უარყოფითს, რეკომენდებულია, რომ გაიკეთონ PCR  ტესტი, რადგან სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ დეტექციისას უფრო ხშირად ცდება, ვიდრე სხვა შტამების დროს“, – განაცხადა გიორგი კავკასიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები