LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვს ჰიპერაქტივობის სინდრომი აქვს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

832

 თუ   ბავშვს  აქვს   სწავლისა  და  თანაკლასელებთან,  პედაგოგებთან  ურთიერთობის პრობლემები,  უჭირს კონცენტრაცია საკლასო გარემოში,  მუდმივად ცქმუტავს, ხშირად ეკარგება   ნივთები   –    შესაძლოა,  რომ  მას   ჰქონდეს   ყურადღების   დეფიციტის   და ჰიპერაქტივობის   სინდრომი.   ასეთ   ბავშვებს   ხშირად   “ჰიპერაქტიურებსაც”   უწოდებენ. როგორც “ფორტუნას”  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის დაწყებითი განათლების კონსულტანტმა, ფსიქოლოგმა ნინო ლაბარტყავამ განუცხადა, ზემოთ აღწერილი სიმპტომები ვლინდება სხვადასხვა სიტუაციაში.

 

როგორ უნდა გაარჩიოთ ჰიპერაქტივობა სიცელქისგან?

 

ფსიქოლოგის თქმით, ხანდახან უფროსები   ყველა   –   ცელქ,   მოუსვენარ   ბავშვს,   რომელიც ზოგჯერ  ჯიუტად იქცევა ჰიპერაქტივობის სინდრომის   მქონედ მოიხსენიებენ. „თუ ჩვენ  ხანგრძლივად ვსაუბრობთ მეგობართან და ამ დროს ბავშვი  ბრაზობს, წრიალებს   ან   განზრახ   ცდილობს   ყურადღების   მიპყრობას, ეს  სრულიად ნორმალურია. ყველა ბავშვი დრო და დრო ავლენს იმპულსურობას,   წრიალებს   საწოლში,   ხმურობს   და   თავს   არ   აძლევს   მოწყენის საშუალებას“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება ჰიპერაქტივობის სინდრომს, მისი ძირითადი პრობლემები   არის   –   ყურადღების   დეფიციტი და  იმპულსურობა. სიმპტომები ვლინდება 7 წლამდე ასაკში. ბავშვის ქცევის თავისებურებები თვალში მოსახვედრი   არის   სკოლამდელ   ასაკშიც,   მაგრამ,   ხშირ   შემთხვევაში   მისი დიაგნოსტირება   სასკოლო   ასაკში   ხდება,   ვინაიდან,   სასკოლო   ცხოვრება   მეტად  მოითხოვს ბავშვისგან დამოუკიდებლობას, მიმაზნმიმართულობასა და კონცენტრაციას.  ყურადღების   დეფიციტის   და   ჰიპერაქტივობის   სინდრომი    სასკოლო   ასაკის  ბავშვების   3-7%-ს   აღენიშნება.   ამასთან,   მისი   შემთხვევები   ვაჟებში     უფრო   ხშირია.

იმისთვის,   რომ   მოხდეს   აღნიშნული   სინდრომის   დაიაგნოსტირება,   ქვემოთ ჩამოთვლილიდან   ექვსი   ან   მეტი   სიმპტომი   უნდა   ვლინდებოდეს   ექვსი   თვის განმავლობაში.

 

რა ახასიათებს ჰიპერაქტივობას?

 

უყურადღებობა:  ასეთ დროს ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია დეტალებზე, ხშირად ,,ეპარება’’ შეცდომები, უჭირს ყურადღების შენარჩუნება დავალების შესრულების, ან თამაშის დროს; როდესაც ესაუბრებით, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ არ გისმენთ;  ხშირად ვერ ახერხებს მისდიოს და შეასრულოს მითითებები; ვერ ასრულებს სკოლისა და საშინაო დავალებებს ბოლომდე;  უჭირს მოქმედების ორგანიზება;  თავს არიდებს ისეთი დავალებების შესრულებას, სადაც მობილიზება და ძალისხმევის გაწევაა საჭირო; ხშირად კარგავს ნივთებს;  გულმავიწყია.

იპერაქტივობა:   ცქმუტავს და ვერ ისვენებს; ტოვებს საკუთარ ადგილს კლასში, ან სხვაგან;  სიტუაციისადმი შეუსაბამოდ დარბის და ძვრება ყველგან;  სულ მოძრაობაშია;  ხშირად და ძალიან ბევრს ლაპარაკობს.

მპულსურობა:  ხშირად პასუხს  შეკითხვის დამთავრებამდე წამოიძახებს; უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება; ხშირად იჭრება სხვების აქტივობაში, აწყვეტინებს თამაშსა და საუბარს.

 

ჰიპერაქტიურ   ბავშვებს უყურადღებობისა და მოუსვენრობის გამო ხშირად აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება, იმპულსურობის გამო ექმნებათ  პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობისას, ხშირი შენიშვნების გამო კი აქვთ დაბალი თვითშეფასება, ზოგჯერ უფროსების მიმართ ნეგატიური განწყობაც.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ჰიპერაქტიურ ბავშვთან, 7 რჩევას ნინო ლაბარტყავა მოგცემთ.

1. სინდრომის დადასტურების შემთხვევაში   მნიშვნელოვანია   მშობლების ინფორმირება   სინდრომის,   ბავშვის   შესაძლებლობებისა   და   სირთულეების შესახებ.   სპეციალისტის   მხრიდან   დახმარება,   რომ   მშობლებმა   შეძლონ სასურველი ქცევის წახალისება და მიუღებლის იგნორირება. ბავშვთან მუშაობა იმ   მიმართულებით,   რომ   ასწავლონ   მას   იმპულსების   შეკავება,   ყურადღების კონცენტრაცია,   ქცევის   მართვა,   სასურველია   სოციალური   ურთიერთობების ტრენინგიც.

 2. მნიშვნელოვანია ბავშვის შესაძლებლობებისა   და   ასაკის   გათვალისწინებით რეჟიმის   დაცვა,   ვინაიდან   –   ბავშვის   გარემო,   უფროსების   ქცევა   უნდა   იყოს უცვლელი და ბავშვისთვის პროგნოზირებადი.

 3. ბავშვთან საუბრის მითითებების მიცემის შემთხვევაში მარტივი წინადადებების გამოიყენეთ, აგრეთვე მითითებებიც   უნდა   იყოს   პოზიტიურად   ფორმირებული. ვიდრე  10-ჯერ  ეტყვით,   რა   არ   შეიძლება,   აჯობებს   მიუთითოთ,   თუ   რა   უნდა გააკეთოს.

 4. ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე   დავალებები   მცირე   ნაბიჯებად დაყავით, მათი შესრულების შემოწმებისას ბავშვი წაახალისეთ და გაამხნევეთ.

 5. დახმარე რომ ბავშვმა  აწარმოოს  დღიური/რვეული,   სადაც  ჩაწერილი ექნება საკუთარი დღის გარიგი, ეს დაეხმარება,  რომ  მოახდინოს  განრიგის და ქცევის კონტროლი.

 6. საკლასო გარემოში ბავშვი  უმჯობესია  იჯდეს   პირველ   მერხზე   შუა   რიგში,   რათა ნაკლები   იყოს   იმის   ალბათობა,   რომ   მას   ყურადღება   გაეფანტოს.   სანამ   ბავშვს   გაეფანტება   ყურადღება,   შეიძლება თვალით   კონტაქტის   დამყარება,   მიმართეთ სახელით  ან   წინასწარ   შეთანხმებული სიგნალი გამოყენეთ.

 7. დააინტერესეთ მასალით, გაკვეთილის შინაარსიდან   გამომდინარე,   თვალსაჩინო მასალა გამოიწვევს ინტერესს და დაეხმარება მას ყურადღების შენარჩუნებაში.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები