AIRBNB მასპინძლების სწავლება/საკონსულტაციო მომსახურება (სწორი ფასდადება, ლისტინგების სწორი მართვა და აშ); მოკლევადიანი გაქირავების ინვესტორების საკონსულტაციო მომსახურება; ქონების გამოყენების რელევანტურობის დადგენა; ბაზრისა და კონკურენციის STR & AirDNA ანალიზი; ქონების მაკრო და მიკრო კეთილმოწყობის მნიშვნელობის სწავლება; ქონების შესყიდვამდელი შეფასება – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია „სას ედვაიზორი“ მომხმარებელს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ SAS Advisory LLC (Sochinsky Advisory Services LLC) არის თბილისში დაფუძნებული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Sochinsky International-ის წევრი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანია სთავაზობს AIRBNB მასპინძლებს და STR Rentals-ებს (STR – მოკლევადიანი გაქირავება) მომსახურების ფართო სპექტრს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, SAS Advisory ეხმარება STR სტარტაპებსაც სწორად დაგეგმონ თავიანთი ბიზნესი, დაუკავშირდნენ სწორ კონტრაგენტებს და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ბიზნესის დაწყების შემდეგ. კომპანია ეხმარება თავის კლიენტებს ფინანსური რესურსების სწორად მართვაში.
„განურჩევლად იმისა მომხმარებელი არის ახალი, თუ არსებული უძრავი ქონების / მოკლევადიანი გაქირავების ინვესტორი, თუ მასპინძელი, „სას ედვაიზორი” სთავაზობს თავის მომსახურებას დაგეგმილად ისე, რომ ინვესტორმა / მასპინძელმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი მოკლევადიანი გაქირავებიდან. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს დაძლიონ ზრდის ბარიერები ჩვენი გამოცდილების და ცოდნის ხელმისაწვდომობით. ჩვენ გვჯერა მეწარმეობის და ინკლუზიური ფინანსების ტრანსფორმაციული ძალის ძლიერი ადგილობრივი ეკონომიკის ასაშენებლად, რასაც ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარება. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს დაძლიონ ზრდის ბარიერები კაპიტალის, ტექნოლოგიებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობით, რაც აჩქარებს მომგებიანობასა და მდგრად განვითარებას და საშუალებას აძლევს ჩვენს პარტნიორებს შექმნან მეტი შესაძლებლობები ყველასთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.
კითხვაზე, თუ რითია „სას ედვაიზორი“ ინოვაციური, კომპანიაში ამბობენ, რომ მათი ინოვაციურობა ბაზარზე, განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: „სას ედვაიზორი“ უშუალოდ გასაქირავებელი / გაქირავებული ქონების მართვაში არ შედის, როგორც ამას ბაზარზე არსებული მოთამაშეები აკეთებენ, პირიქით კომპანია მიმართულია სწავლებისკენ, მასპინძლების და ინვესტორების „აღზრდისკენ“, რათა მათ განუვითარდეთ სწორი უნარ ჩვევები და მიიღონ ისეთი ცოდნა რომელიც მათ უძრავი ქონების მართვაში გამოადგებათ; ამასთან, „სას ედვაიზორისთან“ ურთიერთობით მომხმარებელს რჩება აქტივი – ცოდნის და გამოცდილების სახით, ეს არის კომპანიის კონკურენტული უპირატესობა. ასევე, კომპანიაში დასაქმებული კადრების გამოცდილება ამ სფეროში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი ძირითადი მომხმარებლები არიან ინდივიდუალური ბინათ მესაკუთრეები- ფიზიკური პირები და შინამეურნეობები, რომლებიც ერთ ან რამდენიმე ბინას ფლობენ და მოკლევადიანად აქირავებენ.
რაც შეეხება „სას ედვაიზორის“ სამომავლო გეგმებს, ის ასეთია:
-
მომხმარებლების სწავლება იმის შესახებ, თუ რა განასხვავებს Airbnb-ს — მასპინძლებს სხვა პლატფორმების მასპინძლებისგან;
-
მეტი მასპინძლის წარმატების გზაზე დაყენება;
-
სტუმრების მოგზაურობის გამარტივება;
-
მსოფლიო დონის სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის;
-
ტექნოლოგიის და ხელოვნური ინტელექტი გამოყენება მიწოდებული სერვისების ხარისხის გასაზრდელად ;
-
ყველა არსებული მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმის ათვისება და ამით მეტი მომხმარებლის მოზიდვა კომპანიაში.
ცნობისთვის, კომპანია „სას ედვაიზორი“ ბაზარზე საქმიანობს 2019 წლის დეკემბრიდან. „2019 – 2020 წლებში ბაზარს ძირითადად ვთავაზობდით ფინანსურ – კონსალტინგურ მომსახურებას, იურიდიული პირების მიმართულებით, აღნიშნული სერვისი დღესაც გვაქვს. შემდეგ, 2020 წელს გადავწყვიტეთ კოვიდისგან დაზარალებული უძრავი ქონების ბაზრის დახმარება, ფინანსური ინკლუზიურობის გაზრდის მიზნით.
მომართვიანობა 2020 წელს იყო დაბალი, ვინაიდან მოკლევადიანად გასაქირავებელი ბინების რაოდენობამ იკლო 32%-ით, ამასთან ერთად მნიშვნელოვნად დაიკლო ფასმა, ბაზარი გარკვეულ დისტრესში იყო; წელს სიტუაცია სხვა არის, 2022 წლის აპრილში თბილისში მოკლევადიანად გასაქირავებლად გამოტანილი ბინების 82% გაქირავებული იყო, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი გაორმაგებულია, ხოლო საშუალო ფასმა 30%-ით მოიმატა. დღეს მომართვიანობა მაღალია, გაორმაგებულია 2020-2021 წელთან შედარებით. ამიტომ, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ბინათმესაკუთრეს დახმარება ცოდნით და გამოცდილებით გაძლიერება“, – დასძენენ „ფორტუნასთან“ საუბრისას „სას ედვაიზორში”.