YouTube-ზე 1320video-ს არხზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, სადაც ყველგანმავალი Nissan Patrol-ის სადრეგო გარბენია ნაჩვენები. 805 მეტრზე ავტომობილმა 333,82 კილომეტრ/საათი განავითარა, რაც ამ დისციპლინაში მსოფლიო რეკორდი გახლავთ.
ყველგანმავალი ექვს ცილინდრიანი ტუმრბო ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 2000 ცხენის ძალას ავითარებს.
Quto წერს, რომ გარბენისას ავტომობილს ჰაერის ნაკადმა წინა კარი მოგლიჯა.