LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გავიაროთ აეროპორტში შემოწმება სწრაფად – ექსპერტთა რჩევა

169
0_Passengers-queue-for-security-screening-in-the-departures-area-of-Terminal-2-at-Manchester-Airport

ბრიტანული კომპანია GetLicenced-ის უსაფრთხოების ექსპერტებმა გაამხილეს საიდუმლო, თუ როგორ უნდა გაიარო აეროპორტში უსაფრთხოების კონტროლი მაქსიმალურად სწრაფად. მათი რჩევები გამოცემა The Mirror-მა გამოაქვეყნა.

დრო ყველაფერია

სპეციალისტები ტურისტებს ურჩევენ, რომ აეროპორტში რაც შეიძლება დროულად მივიდნენ, ფრენამდე 2-3 საათით ადრე მაინც. ასეთ შემთხვევაში დრო საკმარისი გექნებათ, სანერვიულო კი – ბევრად ნაკლები.

მოემზადე რიგში ჩადგომისთანავე

პირველ რიგში ატარეთ ფეხსაცმელი რომელსაც ადვილად გაიხდით, მოიხსენით ყველა სამკაული, ქამარი, სათვალე. მართალია, ამ ყველაფერს თითქოს ბევრი დრო არ სჭირდება, თუმცა თუკი ასობით მგზავრს და თითოეულის მიერ დახარჯულ დროს გავითვალისწინებთ ყოველი წამი გადამწყვეტია.

შეარჩიეთ სწორი რიგი
თვალი ადევნეთ იმ მგზავრებს ვისაც ნაკლები ბარგი აქვს და შესაბამისად, რიგს ბევრად სწრაფად გაივლიან.
თუკი საჭიროა გადაიხადეთ
დროის დასაზოგად, ანდაც მაშინ, როცა ბავშვებთან ერთად მგზავრობთ – უმჯობესია თანხა გაიმეტოთ და ურიგო შემოწმებისთვის გადაიხადოთ.

ხმა ამოიღე

თუკი რიგის გავლა სწრაფად გჭირდებათ, მაგალითად აეროპორტში გვიან მიხვედით და რეისზე აგვიანებთ, სთხოვეთ დახმარება აეროპორტის თანამშრომლებს, ხალხს, რათა წინ ურიგოდ გაგიშვან.
იმის გარანტია ნამდვილად არ არსებობს, რომ თქვენი თხოვნა გაჭრის, თუმცა ცდა ნამდვილად ღირს.

იყავი ნორმალური

ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უსაფრთხოების ოფიცერმა გვერდით გაგიყვანოთ და რამდენიმე კითხვა დაგისვათ. ეს კი შემოწმების გავლის დროს კიდევ უფრო გაზრდის.
ამიტომ, მნიშვნელოვანია არ ჩაიცვათ რამე განსაკუთრებულად მყვირალა და გამორჩეული, არ დაიწყოთ სტვენა, ძალიან ხმამაღლა სიცილი, მოკლედ მოერიდეთ ყველაფერს, რამაც შესაძლოა ოფიცერს კითხვები გაუჩინოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები