“ლელო საქართველოსთვის” რეგიონებში პარტიის ოფისებს ხსნის და თან “უხვ დაპირებებსაც” იძლევა. მამუკა ხაზარაძე გორელებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ტურიზმის განვითარებასა და “ორ ციხეს შორის დამაკავშირებლი საბაგიროს” გახსნას დაპირდა, მაშინ, როდესაც გორში მხოლოდ ერთი – „გორის ციხე“ არსებობს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სავარაუდოდ, ხაზარაძის საბაგირო “გორის ციხის” გარშემო, წრეზე ივლის.
როგორც ირკვევა, მეორე დანიშნულების ადგილი ციხესიმაგრე არ არის. უფრო კონკრეტულად კი ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გორში ჩასული დამთვალიერებელი “გორის ციხიდან“ არა მეორე სამხედრო დანიშნულების ნაგებობაზე, არამედ მე-8 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის “გორიჯვრის” ეკლესიაში აღმოჩნდება. ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტისთვის 3 მილიონი ევროა საჭირო.
„ავედით გორიჯვარზე, გადმოვიხედეთ. აქაც გორის ციხეა. აუცილებელია ეს ორი ციხე დაკავშირდეს საბაგირო გზით. ეს არაა დიდი ინვესტიცია, ესაა დაახლოებით სამი მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია. ეს პროექტი, ფაქტობრივად, შეცვლის გორის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. თუ ამას დავამატებთ ჩვენს ახალ მუზეუმს რომელიმე სადგურთან, რომელიც ერთ ციხეს დააკავშირებს მეორესთან, მაშინ ჩვენ მივიღებთ ასეთ რამეს – ადამიანები აქ ჩამოვლენ არა სტალინის მუზეუმის სანახავად, არამედ ნახავენ ორ ციხეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
https://www.youtube.com/watch?v=asid_TTsUNw&feature=emb_logo