LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ უხდება ასაკი“ – დევიდ ბექჰემის ახალი ფოტო ინტერნეტს იპყრობს

241
119552225-2777490219201223-7426742272616854132-n

დევიდ ბექჰემი ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად არის აღიარებული, ის 45 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. რამდენიმე დღის წინ, ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ის სათვალეში,  ჩაფიქრებული სახით პოზირებს.

„ზაფხულის უკანასკნელი დღეები“, – ასე დაასათაურა დევიდმა ფოტო.

აღსანიშნავია, რომ ოთხი შვილის მამას საკუთარი ბრედის სათვალე უკეთია, სწორედ აღნიშნულ ფაქტს გაუსვა ფეხბურთელმა ხაზი.

ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„როგორ უხდება ასაკი“, „დევიდ ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ხარ“,- წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, გასულ თვეს, ბექჰემების დიდი ოჯახი არდადეგებს იტალიაში ატარებდა, შემდეგ კი ისინი  საბერძნეთის სანაპიროზე ისვენებდნენ.

ოჯახური ფოტოები: ბექჰემები არდადეგებს იტალიაში ატარებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები