უელსის პრინცი ჰარი, მსახიობ მეგან მარკლზე დაინიშნა. ნიშნობის გამოცხადების შემდეგ წყვილმა პირველი ერთობლივი ინტერვიუც ჩაწერა, სადაც ისინი ნიშნობის დეტალებზე საუბრობენ.
“ჩვეულებრივი, მყუდრო საღამო იყო. ქათამს ვამზადებდით ვახშმისთვის და უცებ ასეთი სიურპრიზი მომიწყო, ძალიან საყვარლად, ბუნებრივად და რომანტიკულად გამოუვიდა. დაიჩოქა და მკითხა გავხდებოდი თუ არა მისი ცოლი”, – ჰყვება მეგან მარკლი.
“წინადადების დასრულება არც კი დამაცადა, ინსტიქტურად მიპასუხა, რომ თანახმა იყო. შემდეგ ერთმანეთს ჩავეხუტეთ, მას თითზე ჩემი მიცემული ბეჭედი ეკეთა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და ეს არაჩვეულებრვი იყო”, – პრინცი ჰარი.
სამეფო ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, წყვილის ნიშნობა თვის დასაწყისში შედგა.
ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, ჯვრისწერამდე პრინცის საცოლე მოინათლება და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობასაც მიიღებს.