LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ტესტავენ პრეზიდენტები საავტომობილო სიახლეებს

37

ტრამპი და 18 ბორბლიანი სატვირთო

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საავტომობილო კოლექცია სწორედ ტრამპს აქვს. თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში თეთრი სახლის ხელმძღვანელმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭესთან დაჯდომა არ შეუძლია. განსაკუთრებით კი იმან გაანაწყენა, რომ არ მისცეს 18 ბორბლიანი სატვირთოს გამოცდის საშუალება, ამიტომ მისი ტესტდრაივი მხოლოდ სალონში დაჯდომითა და დასიგნალებით შემოიფარგლა. თუმცა, ფოტოზე ჩანს, რომ ამ ფაქტმაც კი პრეზიდენტის აღფრთოვანება გამოიწვია.

რუჰანი და Yooz

ისევე როგორც ევროპელი კოლეგები, არც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები ამბობენ უარს ეგზოტიკური სატრანსპორტო საშუალებების საჭესთან დაჯდომაზე. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა სულ ცოტა ხნის წინ ორადგილიანი მიკროავტომობილით, Yooz-ით იმგზავრა, რომელსაც ელექტროძრავი აქვს. ის Parax Company-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს, იწონის 400 კილოგრამს და 100/კმ/სთ-ს ავითარებს.

მერკელი და Smart

ანგელა მერკელი ფრანკფურტის ავტოსალონის მუდმივი სტუმარია. ამიტომ გასაოცარი არ არის რომ ქალბატონ კანცლერს გერმანული ავტოწარმოების თითქმის ყველა სიახლის საჭესთან ხედავენ. გასულ ავტოსალონზე, მერკელის ფავორიტი ელექტრო Smart გახდა, რომელსაც არ აქვს არც საჭე, არც მუხრუჭი და არც აქსელერატორი. მგზავრს მხოლოდ სისტემის აქტივირება და დანიშნულების ადგილის მითითება უწევს.

აბე და Nissan Leaf

გერმანიის კანცლერისგან განსხვავებით, იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ უპილოტო ტექნოლოგიის გამოცდა პირადად მოისურვა. ამისათვის პოლიტიკოსმა ავტონომიური ელექტროქარი Nissan Leaf აირჩია და  ტოკიოს ქუჩებში ისეირნა. ეს ავტომობილი ამ დროისათვის ერთადერთია, აბე მგზავრობით კმაყოფილი დარჩა, Nissan-ის ხელმძღვანელობამ კი პირობა დადო, რომ ტექნოლოგიას სერიულ წარმოებაში 2020 წლისთვის ჩაუშვებს.

ერდოღანი და Renault Fluence ZE

ფრანგული Renault Fluence ZE პირველი ელექტროქარი გახდა, რომლის საჭესთანაც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ერდოღანი დაჯდა. პრეზიდენტს ყველაზე მეტად უხმაურო სვლა და მაქსიმალური სიჩქარე, 160კმ/სთ მოეწონა. ეს ყველაფერი საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სედანის წარმოების ორგანიზება თურქეთის პროვინცია ბურსაში დაწყებულიყო.

ბერდიმუჰამედოვი და Bugatti Veyron

გარდა იმისა, რომ ჰურბანჰულ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტია, ის თავისუფალ დროს რბოლებში იღებს მონაწილეობას. ქვეყნის მეთაურის ნახვა ტრეკზე თურქული მცირელიტრაჟიანი ავტომობილით, Volkicar-ით არის შესაძლებელი. პრეზიდენტს ამ ავტომობილით არაერთხელ დაუფიქსირებია საუკეთესო დრო. უფრო სწრაფად სიარულისთვის, პირად ავტოფარეხში მას Bugatti Veyron-იც ყავს, რომელიც 1,7 მილიონი დოლარი ღირს.

მუსევენი და Kiira EV

ეკოლოგიის პრობლემები უგანდისთვისაც აქტუალურია. სწორედ ამით აიხსნება ამ ქვეყანაში ელექტროქარის Kiira EV-ის გაჩენა. პირველი ადამიანი, რომელმაც მისით გასეირნება გადაწყვიტა, სწორედ უგანდის პრეზიდენტი იოვერი მუსევინი გახდა. მიუხედავად მოკრძალებული მახასიათებლებისა, პრეზიდენტმა ის ქვეყნისთვის სერიოზულ გარღვევად დაასახელა.

ლოპეს მატეოსი და Chrysler Turbine Car

ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ტესტდრაივი მექსიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ადოლფო ლოპეს მატეოსმა 1963 წელს გამართა. ქვეყნის მეთაურმა Chrysler Turbine Car გატესტა, რომლის განსაკუთრებულობა ის იყო, რომ საწვავის ნაცვლად ავტომობილი ტეკილაზე დადიოდა, რამაც ქვეყნის პრეზიდენტის აღფრთოვანება გამოიწვია.

კიმ ჩენ ინი და თვითმფრინავი

ჩამონათვალი ვერ ჩაივლიდა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელის, კიმ ჩენ ინის გარეშე. პრეზიდენტმა ავტომობილის მართვა შვიდი წლის ასაკშჲ ისწავლა, 33 წლის ასაკში კი პირად თვითმფრინავს მართავდა. უნარები მას იმისთვისაც ეყო, რომ სამგზავრო ლაინერი Ан-148 გამოეცადა. ინმა დამოუკიდებლად შეძლო აფრენა და დაშვება. მას იმდენად მოეწონა სატრანსპორტო საშუალება რომ ერთ-ერთ მათგანს რეგულარულად იყენებს.

https://www.youtube.com/watch?v=bjFZcwbnmh8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები