LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევქმნათ ჰარმონია ოჯახში?! – ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის რეკომენდაცია

335
BeFunky-collage - 2022-11-03T010530.377

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ჰარმონიული ურთიერთობების შესახებ საუბრობს და რამდენიმე რეკომენდაციაზე ყურადღებას ამახვილებს.

მისი თქმით, არ არსებობს ორი ადამიანის ურთიერთობა კრიზისის გარეშე, თუმცა მნიშვნელოვანია რას ისწავლი ამ კრიზისიდან.

“პირველ რიგში აუცილებელია იყოს სურვილი და გონიერება. ხშირად ადამიანს აქვს სურვილი, თუმცა მეორე ნაწილში პრობლემაა. ადამიანები თავიანთ სურვილებზე ფიქრობენ, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მიიღონ ის, რაც სურთ. შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია, რომ ჰარმონია ეს არის, უკრიზისო ურთიერთობა. ეს არ არსებობს. რაც არ უნდა ახლო ადამიანები მოვათავსოთ ერთ სივრცეში კონფლიქტი გარდაუვალია. მთავარია რას გაძლევს ეს კრიზისი. ხშირად ეს მდგომარეობა განვითარების საშუალებას იძლევა. გააჩნია საითკენ წახვალ, ან ვითარდები, ან დეპრესიისკენ მიდიხარ. არ არის ძნელი, ჩვენ ადამიანები ურთიერთობებს ვართულებთ. როდესაც ომობ, მანდვე უნდა მიხვდე, რომ ვერ განვითარდი”, – საუბრობს ზურაბ მხეიძე.