რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი თავისებურად გემრიელი და სასარგბლოა, თუმცა წყვილში „მუშაობისას“ მათი სარგებელი მნიშვნელოვნად იზრდება. ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას ნატურალური პროდუქტი და დაბალანსებული კვება უწყობს ხელს, „ხარბ“ გონებას კი, ანტიოქსიდანტები და ვიტამინებით მდიდარი საკვები სჭირდება კონსერვანტების გარეშე.
გთავაზობთ სასარგებლო პროდუქტის ეფექტურიად „დაწყვილების“ რამდენიმე ვარიანტს, რაც ბუნებრივი სილამაზისაც შეგინარჩუნებთ და შრომისუნარიანობის ამაღლებაშიც დაგეხმარებათ.
მწვანე ჩაი და ლიმონი – ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს და შიმშილის გრძნობას აქრობს, კოფეინის და ტეანინის წყალობით ყურადღებას და კონცენტრაციის უნარს აძლიერებს. ამასთანავე, ტეანინი სტრესს ამცირებს და ჯანსაღ ძილს უწყობს ხელს.
ვაშლი და შავი შოკოლადი – ნაკლებად კალორიული ვაშლის კანი კატეხინითაა მდიდარი, რომელიც ნაცრისფერ ნივთიერებას ააქტიურებს და ინტელექტს ამუშავებს, შავი შოკოლადის ფლავონოლები გონებას აფხიზლებენ, ენდოფრინები კი, სიამოვნების გრძნობას და პოზიტიურ განწყობას სტიმულირებენ. ამასთანავე, ვაშლის კატეხინი და შოკოლადის კვერციტინი იმუნიტეტს, კაპილარებს ეხმარებიან გაჯანსაღებაში და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ.
პომიდორი და საქონლის ღვიძლი – საუკეთესო ანტიოქსიდანტი – პომიდვრის ლიკოპინი კანს ულტრაიისფერი სხივებისა და თავისუფალი რადიკალების გავლენისგან იცავს, კაროტინოიდები გარეგნულ სილამაზეზე აგებენ პასუხს, ნაკლებად კალორიული ღვიძლი კი, რომელიც დიეტური მენიუს ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, ძვირფასი მიკრო- და მაკროელემენტების მთავარი წყაროა.
ქათმის ფილე და როზმარინი – ცხოველური ცილით და В ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ხორცის სისტემატიური მიღება გონების მუშაობას სტიმულირებს, შრომისუნარიანობას ამაღლებს და ნერვულ სისტემას აძლიერებს, ძილს და მეხსიერებას აუმჯობესებს, ნიაცინი კი, საკვებს ენერგიად გარდაქმნის. არანაკლებ სასარგებლოა როზმარინი, რომლის ანტიოქსიდანტები არა მხოლოდ მავნე კანცეროგენებს ანეიტრალებენ, არამედ ნევროზსაც ეფექტურად კურნავენ.
ავოკადო და ისპანახი – დიეტოლოგების ორი საყვარელი პროდუქტი მართლაც იდეალური წყვილია, რადგან ავოკადო ანემიისგან კურნავს გონებას, ელასტიურობას უნარჩუნებს სისხლძარღვებს და ქოლესტერინს ამცირებს, ანტიოქსიდანტები და Е ვიტამინის წყალობით კი, მეხსიერებას აუმჯობესებს და ტვინის უჯრედებს აახალგაზრდავებს, მაშინ როცა, ისპანახი, ჩვეულებრივ პასიური А ვიტამინით და ლუტეინით, სწორედ ავოკადოს მცენარეული ცხიმის წყალობით აქტიურდება, რათა ნივთიერებათა ცვლა მოაწესრიგოს.
შვრიის ფაფა და ფორთოხლის წვენი – ტიამინით, ფოსფორით და მაგნიუმით მდიდარი შვრიის ფაფა დაღლილობას ებრძვის, ხსნადი უჯრედისის დახმარებით კი, შაქრის დონეს არეგულირებს. С ვიტამინით მდიდარ პროდუქტს შორის რეკორდსმენი ფორთოხალი საუკეთესო ანტისეპტიკი და ენერგეტიკია. ნაკლებად კალორიული ფორთოხლის წვენი კი, რომელიც ჭარბი კილოგრამების დაგროვებას უშლის ხელს, კალიუმის წყალობით აჯანსარებს კუნთის უჯრედებს.
ოხრახუში და ლიმონი – კაროტინიდებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ოხრახუში გონების გამართულ მუშაობას უწყობს ხელს, კალციუმი, ფოლიენის მჟავა და ბეტა-კაროტინი კი, უჯრედების რეგენერაციასა და რეგენერაციაზე აგებენ პასუხს, მაშინ როცა ლიმონი იმუნიტეტს აძლიერებს, დაკარგულ ძალას აღადგენს და მეტაბოლიზმს არეგულირებს.
პომიდორი და ზეითუნის ზეთი – ლიკოპინით მდიდარი პომიდორი ათეროსკლეროზის განვითარებას უშლის ხელს, ზეითუნის ზეთი კი, რომელიც სასარგებლო ცხიმოვანი მჟავების რეკორდსმენია, დიდი ხანია ახალგაზრდობის ელექსირად ითვლება.
ბროკოლი და საქონლის ხორცი – ბუნებრივ ანტიბიოტიკად წოდებული ბროკოლი კანისთვის სასარგებლო ამინომჟავებს შეიცავს, ამიტომ მისი მირთმევა გარნირადაც შეიძლება და ცალკე კერძადაც, რკინით, ამინომჟავებით და ვიტამინებით მდიდარი საქონლის ხორცი კი, რომელიც ცილასაც დიდი რაოდენობით შეიცავს, კუნთის უჯრედების „სამშენებლო მასალაა“.
ბრიუსელის კომბოსტო და ღორის ხორცი – დიეტური კომბოსტო, რომელიც ცილის მარაგით საქონლის ხორცსაც არ ჩამორჩება, ზედმეტ ცხიმს ებრძვის, ღორის ხორცი კი, მართალია ზედმეტად ცხიმიანია, ამიტომ ყოველდღიური მოხმარებისთვის ნაკლებად გამოდგება, მაგრამ სელენით მდიდარი, სწორედ ბრიუსელის კომბოსტოსთან „თანამშრომლობით“ ავლენს საუკეთესო თვისებებს.
ბოსტნეული და იოგურტი – ვიტამინებით, ამინომჟავებით და მინერალებით მდიდარი ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებს სწორედ იოგურტი აძლიერებს, რომელიც თიროზინის და ტრიპტოფანის წყალობით ნერვულ დაბოლოებებს სტიმულირებს და უძილობას კურნავს.