LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევარჩიოთ სწორად სვიტერი

194

სვიტერი იმდენად უნივერსალური და კომფორტული სამოსია, რომ მას გვერდს ვერც ერთი მამაკაცი ვერ აუვლის. მისი ჩაცმა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება და  ის ნებისმიერი სტილის ჩაცმულობას უხდება. ყველაზე ღირსეული თვისება კი სხეულის სითბოს შენარჩუნებაა. გარდა ამისა, ის წლევანდელ წელს ერთ-ერთი ყველაზე მოდური სამოსია. თუმცა, მიუხედავად  უნივერსალობისა და დადებითი თვისებებისა, მისი სწორად შერჩევა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს, რომელიც მისი შეძენას გაგიმარტივებთ.

 

როდესაც თქვენ სვიტერზე ფიქრობთ, წარმოდგენილი გაქვთ კლასიკური ტიპის მუქ ფერებში გადაწყვეტილი ჯემპრი, წახნაგოვანი ნაქარგებით. ასეთი ტიპის სვიტერი ნამდვილად გამოგადგებათ ყოველდღიურ სამოსად. თუმცა, სვიტერების სამყარო დიდი და შეუცნობელია. მისი არჩევისას დასაწყისისთვის გაითვალისწინეთ 5 ძირითადი პუნქტი: მასალა, ზომა, სტილი, შეფერილობა და ფასი.

სვიტერში ყველაზე მთავარი მისი მასალაა, ანუ რისგან არის ის დამზადებული. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ კლიმატურ პირობებს, რომელშიც მისი ხმარება მოგიწევთ.

 

 

2

 

მატყლისა და ბამბის სვიტერები უკონკურენტოა. ცხვრის მატყლისგან დამზადებული ქსოვილი საუკუნეების განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის საუკეთესოდ ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ჯერჯერობით საუკეთესო მატერიალად ითვლება. მატყლის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, გირჩევთ შეარჩიოთ ნატურალური, რომელიც სხეულის სითბოს ყინვის პირობებშიც კი შეგინარჩუნებთ.

 

 

3

 

მატყლის შემდეგ ყველაზე კარგ მატერიალად თაგვისარას მასალა ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის მატყლის მსგავსად თბილი არაა, თქვენი სიცივსგან დაცვა ნამდვილად შეუძლია. თაგვისარას მასალისგან დამზადებული სვიტერი უფრო რბილია. თუმცა, მისგან დამზადებული სამოსი, თქვენი ფავორიტი აუცილებლად გახდება.

 

 

4

 

აქლემის ბეწვისგან დამზადებული სვიტერები წლების განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სამხრეთ ამერიკაში სარგებლობდა. ასეთი ტიპის ნაქსოვი ძალიან ფაფუკი და თბილია და გარდა სვიტერებისა, ქუდების, ხელთათმანების და კაშნეების დასამზადებლადაც გამოიყენება.

 

5

 

აუცილებლად გასათვალისწინებელია შერჩეული სვიტერის ზომა. ეს პირდაპირ მოქმედებს მის ვიზუალურ მხარეზე. აქ ვხვდებით რამდენიმე მარტივ წესს, რომელიც ნებისმიერი ტიპის სამოსის შერჩევაში დაგვეხმარება. აუცილებელია, რომ შერჩეული სვიტერი არ იყოს პატარა, რადგან დოთა განმავლობაში ის ”იძენძება” და იწელება, შესაბამისად დროთა განმავლობაში ვიზუალურ ეფექტს კარგავს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ რეცხვის დროს ის პატარავდება, ამიტომ მოერიდეთ მის ექსტრემალურ პირობებში გარეცხვას და არ გააშროთ ხელოვნური საშრობი საშუალებებით.

 

6

 

როგორი უნდა იყოს საყელო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია გამომდინარე იქიდან, რომ სვიტერებს ძალიან განსხვავებული და უამრავი ტიპის საყელო აქვთ. თითოეულ სტილს თავისი უპირატესობა გააჩნია. შესაბამისად, ეს მხოლოდ გემოვნების ამბავია.

 

7

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები