LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევარჩიოთ საყვარელი ქალისთვის საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

353

მამაკაცების უმრავლესობას ძალიან უჭირს საყვარელი ქალისთვის საჩუქრის შერჩევა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ძალიან მარტივი საქმეა. უბრალოდ გაიგეთ მისი დაბადების თარიღი და წაიკითხეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ჰოროსკოპი,  რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევაში.

 

 

 

ვერძი  ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებულ ქალებს არ უყვართ ძვირადღირებული, მაგრამ გამოუსადეგარი ნივთებით სახლის გამოვსება. აჩუქეთ მას ოდნავ მძაფრი ტონალობის სუნამო, ორიგინალური დიზაინის მქონე თავსაბურავი ან თმის სამაგრი ( ვერძი ხომ თავით იმართება) ან კარგი სათვალე.

კურო საჩუქრის ხარისხს და ფასს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, აქედან გამომდინარე ამ ქალთან „იოლად გამოძრომის“ მცდელობა ნუ გექნებათ. კუროებს ბრენდების მიმართ გააჩნიათ განსაკუთრებული დამოკიდებულება. იგი აღფრთოვანდება თუ ბეწვის ქუდს ან მასიური ფორმის სამკაულს აჩუქებთ. თუ ხელი მაინც და მაინც ბრენდებამდე არ მიგიწვდებათ, მაშინ კარგი ღვინო და გემრიელი ტკბილეულიც გაახარებს.

ტყუპებიმისი საჩუქარი რაღაც დოზით უნდა შეიცავდეს „ბავშვობის ნაწილაკს“. მაგალითად ფერადი სათვალეები, აკრილის საღებავით მოხატული ლამაზი შარფი, ორიგინალური დიზაინის მქონე საფულე ან სასაცილო მანქანის ბრელოკი. მისი ხასიათიდან გამომდინარე, იგი მუდამ სხვადასხვა ემოციებს აფრქვევს. შესაბამისად თუკი თქვენს ნაჩუქარ ბრელოკთან დიალოგს გამართავს, ნუ გაგიკვირდებათ.

კირჩხიბიდიდი პრეტენზიით ეკიდება საჩუქრებს, მით უმეტეს თუ იგი საყვარელი მამაკაცის მიერაა ნაჩუქარი. ასეთ ქალს ყველაზე მეტად სამზარეულოს ძვირადღირებული ინვენტარით ან ოჯახში გამოსაყენებელი ულტრათანამედროვე ტექნიკის ნიმუშით გაახარებთ. თუმცა, მას არანაკლებ გაუხარდება მდიდრული სამკაული, ან თეთრეული, რომელსაც იგი გულმოდგინედ შეინახავს და სამომავლოდ ისევ და ისევ თქვენს მოსახიბლად გამოიყენებს.

ლომი – უზადო გემოვნებითა და ძალიან მდიდარი ფანტაზიის უნარით გამოირჩევა. შესაბამისად საჩუქრებთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა ვიყოთ. როგორც ჭეშმარიტ დედოფალს შეეფერება, ის არასოდეს აღიარებს იაფფასიან (თუნდაც გულით მორთმეულ) საჩუქრებს. შესაბამისად მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თუ უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი არა, კარგი ხარისხის ოქროს სამკაული ან სუნამო მაინც დაგჭირდებათ.

ქალწულიპრაქტიკული და წინდახედული ქალია. ამიტომ საჩუქრის ფასი, რომელსაც მისთვის არჩევთ ხარისხს უნდა შეესაბამებოდეს. მერწმუნეთ იგი უშეცდომოდ გამოიცნობს თქვენს მიერ ნაჩუქარი ნივთის ღირებულებას, ამასთან ერთად არც სიძუნწეს მოგიწონებთ არც ზედმეტ ხელგაშლილობას. რაც შეეხება საჩუქარს, აჯობებს ქალწულს პრაქტიკული და გამოსადეგი ნივთები აჩუქოთ. მაგალითად სააბაზანოს ან კოსმეტიკის ნაკრები, კარგი ხარისხის თეთრეული და ა.შ

სასწორივიზუალური ეფექტების მონაა. ასეთ ქალებს უყვართ ყველაფერში ჰარმონიისა და სილამაზის დანახვა. ამიტომ რა სახის საჩუქარიც არ უნდა შეურჩიოთ თქვენს საყვარელ სასწორს, უმთავრესი პრინციპი, რომლის დაცვაც მოგეთხოვებათ, არის ის, რომ საჩუქარი ვიზუალურად ფერადი და ლამაზი უნდა იყოს. აჩუქეთ მას ორიგინალური ყელსაბამი, საყურე ან სამაჯური. შესაძლოა მისი აღფრთოვანება ლამაზმა ხელჩანთამ ან საინტერესო დიზაინის მქონე სათვალემაც გამოიწვიოს.

მორიელიმაქსიმალისტი და ეჭვიანია. ამიტომ სანამ საჩუქარს გაუკეთებთ, კარგად გადაამოწმეთ მიიღებს კი იგი თქვენგან ამას? თუ თქვენი ნაცნობობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, საეჭვოა მისგან აღფრთოვანება დაიმსახუროთ საჩუქრის ფასის და ხარისხის მიუხედავად. მორიელი ხომ ნებისმიერ ქმედებაში დაფარულ მოტივს ეძებს. საჩუქარს რაც შეეხება, თუ მასთან უკვე „გაშინაურებული“ ხართ, ძვირადღირებული თეთრეულის კომპლექტით ან ლამაზი პენუარით ყველაზე მეტად გაუხარებთ გულს.

მშვილდოსანი თავგადასავლების მოყვარული და მოხეტიალეა. ამიტომ მისი გულის მოგება, ყველაზე უკეთ რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთის მეშვეობით შეიძლება. ამასთან ერთად, მნიშვნელობა არ აქვს თქვენ მას ხუთი საათია იცნობთ, თუ ხუთი თვეა, მოგზაურობაზე შემოთავაზებას ნებისმიერი მშვილდოსანი მყისიერად თანხმდება. ალტერნატივის სახით კი, მისთვის საჩუქრად პატარა ლეკვის, თუთიყუშის ან ზაზუნას ჩუქებაც შეიძლება.

თხის რქა ამბიციური, ამაყი და ტრადიციების მოყვარული ინდივიდია. იგი ნაკლებად იხიბლება სხვადასხვა სახის, ვითომ ორიგინალური საჩუქრებით და სიურპრიზებით. მისთვის თავის მოწონება თუ გსურთ, საჩუქრის სახით თეატრში რომელიმე აზრიან სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები გაამზადეთ, ან რესტორანში დაპატიჟეთ. ალტერნატიული ვარიანტის სახით კი, მისთვის კლასიკური ფორმის საათის, სამაჯურის ან ყელსაბამის ჩუქებაც შეიძლება, რომელიც რაღა თქმა უნდა ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობა უნდა იყოს.

მერწყულიყველაზე ორიგინალური და კრეატიული ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამიტომ მისი გაოცება საჩუქრებით ვეჭვობ ძალიან გაგიჭირდებათ, ის ხომ თავად არის საჩუქარი თქვენს ცხოვრებაში, ამ სიტყვის როგორც ცუდი ისე კარგი გაგებით. თუმცა, თუ მაინც გაგაჩნიათ სურვილი მერწყულ ქალს ასიამოვნოთ, მიიპატიჟეთ იგი რომელიმე საშიშ ატრაქციონზე, აჩუქეთ ტექნიკის უახლესი გამოგონების იშვიათი ნიმუში ან ანტიკვარული ნივთი. ამასთან გახსოვდეთ, რომ მერწყული საჩუქრის ფასზე მეტად, თავად მჩუქებლის „ფასით“ ინტერესდება.

თევზებირბილი, სათნო, ნაზი და ყველაზე სათუთი ქალების ზოდიაქოა. ის გაცნობის წუთიდან აღძრავს ყველა მამაკაცში მასზე ზრუნვის, განებივრების და დასაჩუქრების სურვილს. ამიტომ მისთვის საჩუქრის ყიდვას სანამ გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა იგივე სტილის ნივთი უკვე ედოს სახლში – სხვა თაყვანისმცემლის მიერ ნაჩუქარი. ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ქალი ძალიან იხიბლება ხელოვნების ნიმუშებით, მისი გულის მოგება ასევე დახვეწილი აქსესუარის ან ლამაზი შარფის მეშვეობითაც შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები