LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევამციროთ საწვავის მოხმარება – 6 რჩევა ავტომფლობელებს

26

თუ თქვენ უარს ვერ ამბობთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებაზე, ან გასავლელი მანძილის შემცირებაზე, დროა საწვავის მოხმარების ეკონომიურად მოხმარებაზე დაფიქრდეთ.

ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სტატიაში, მსოფლიოში არსებული კვლევებისა და დაკრვივებების შედეგს გაეცნობით და გაიგებთ, თუ როგორ გამართოთ ავტომობილის ავზი რაც შეიძლება ნაკლები სიხშირით.

პირველ რიგში, აუცილებელია ჩავატაროთ მფლობელობაში არსებული ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება, შევამოწმოთ საბურავები და მოვაგვაროთ ძრავთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუმართაობა. თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც თვლით, რომ საწვავის ეკონომია გესაჭიროებათ, მაშინ ეს რჩევები სწორედ თქვენთვისაა…

 

გამოიყენეთ უფრო ვიწრო საბურავები

 რაც უფრო ვიწროა საბურავი, მით უფრო ნაკლებია მისი წინააღმდეგობის ძალაც, რაც ავტომობილის მოძრაობას უფრო ეფექტურს ხდის. საწვავის მოხმარების ეკონომიურობის მხრივ, საბურავები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

აღსანიშნავია, რომ ვიწრო საბურავებს რამდენიმე მინუსიც აქვს, მაგალითად: სამუხრუჭე მანძილის შემცირება, შესაბამისად თუ მსგავსი ტიპის საბურავს შევარჩევთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ”სპორტული სტილით” ავტომობილის მართვა აღარ გამოგვადგება. რაც ერთიორად შეამცირებს საწვავის მოხმარებას…

 

 

იმოძრავეთ ერთფეროვნად

თუ თქვენ ნამდვილად გსურთ შეამციროთ საწვავის მოხმარება, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად იმოძრავეთ ერთფეროვნად. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ ტაქომეტრი 3000 ბრუნს არ ასცდება.

სწორედ ასეთი მოძრაობის პირობებში შევძლებთ მაქსიმალურად შევამციროთ საწვავის მოხმარება, ხოლო ძრავს ამოსუნთქვის საშუალებას მივცემთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ძრავის მაქსიმალურ სიმძლავრეს ვიყენებთ და ბრუნვის მომენტი 7-8 (და მეტ) ბრუნს უტოლდება, საწვავი კოლოსალურად სწრაფად იხარჯება და ძრავის ცვეთაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

ამასთანავე კარგი იქნება, თუ ავტომობილის დაძვრას აქსელერატორზე სწრაფი ”ჩაჭერით” მოვერიდებით. მსგავს შემთხვევებში საწვავის მოხმარების კოეფიციენტი 70%-იდან 50-%-მდე შემცირდება.

 

 

დააკალიბრეთ ძრავი

საწვავის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ ძვირადღირებული სიამოვნება ჩიპ-ტუნინგი გახლავთ, რაც მარტივად ძრავის მუშაობის პარამეტრების ცვლილებას ნიშნავს.

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ძრავის მუშაობის ტექნიკური მახასიათებლები ეს გახლავთ სიმძლავრის, ძრავის რესურსის, ტოქსიკური გამონაბოლქვისა და ეკონომიურობის ნაზავი. როგორც წესი, ავტომობილებს, რომლებიც სერიულ წარმოებაშია წარმოდგენილი, ძრავის სამართავი სპეციალური ელექტრობლოკი აქვთ, სადაც შენახულია ინფორმაცია ძრავის მუშაობის შესახებ.

საბედნიეროდ, დღეისათვის არსებობს ბევრი ისეთი პროგრამა, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია ძრავის მუშაობის პარამეტრებში ცვლილებები შევიტანოთ, მაგალითად: შევცვალოთ შემფრქვევი სარქველების მუშაობის წუთები, რისი დახმარებითაც ჩვენ საწვავის ეკონომიურად მოხმარებას შევძლებთ.

თუმცა, საყურადღებოა, რომ კალიბრაციის შემდეგ, შეიძლება შეიცვალოს ძრავის ისეთი მახასიათებლები, რომლის ცვლილებაც მხედველობაში საერთოდაც არ გვქონია…

 

 

დახურეთ ფანჯრები

სწრაფად სიარულის დროს, გასათვალისწინებელია, რომ ყველა ფანჯარა დახურული იყოს. ასეთი ქმედება გააუმჯობესებს ავტომობილის აეროდინამიკას და როგორც დაკვირვებების შედეგად გახდა ცნობილი, ხელს შეუწყობს საწვავის ეკონომიურად მოხმარებას. რაც პროცენტულად 5%-დან 10%-მდე შემცირებას გულისხმობს.

 

 

მოხსენით საბარგული

ეს რჩევა, ზემოთნახსენების გავრცობილი ვარიანტია. ავტომობილის აეროდინამიკა საწვავის ეკონომიურად მოხმარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. შესაბამისად ღია ფანჯრები, სახურავზე მოთავსებული საბარგული და სხვა მსგავსი დეტალები ავტომობილს ჰაერის ”გაჭრაში” ხელს უშლის, რაც გაზრდილი საწვავის მოხმარებით გამოიხატება.

ამ თემაზე ექსპერიმენტის ჩატარება თავადაც მარტივად შეგიძლიათ, ხოლო სხვაობა, რომელსაც მიიხებთ, პროცენტულად 5%-დან 10%-მდე შემცირებული საწვავის მოხმარება იქნება.

 

 

ნუ დატოვებთ ავტომობილს ნეიტრალურ სიჩქარეში (რჩევა მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებისთვის)

ავტომფლობელებში არსებობს მითი იმის შესახებ, რომ თუ ავტომობილი ნეიტრალური სიჩქარის პირობებში გადაადგილდება, საწვავის მოხმარება მცირდება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

ასეთ შემთხვევებში, საწვავის მოხმარება ზუსტად იმ მაჩვენებლის ტოლია, რა მაჩვენებლითაც უძრავ მდგომარეობაში დაქოქილი ავტომობილი მოიხმარს. შესაბამისად, ექსპერიმენტებს ნუ მიმართავთ და ნუ ეცდებით სიჩქარე ნეიტრალურ საფეხურზე დატოვოთ, გარდა იმისა, რომ ეს უშედეგოა, საყურადღებოა, რომ ავტომობილი უმართავ მდგომარეობაში რჩება და ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა ძალიან იზრდება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები