LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეუყვარდა ხავიერ ბარდემს პენელოპა კრუსი

16

ცნობილი ფაქტია, რომ ხავიერ ბარდემმა და პენელოპა კრუსმა ერთმანეთი ფილმის „ვიკი კრისტინა ბარსელონა“ გადაღებებზე გაიცნეს.  ბარდემი შავგვრემანმა ლამაზმანმა თავიდანვე მოხიბლა, თუმცა როგორც ესპანელი მსახიობი აღიარებს, დიდხანს ფიქრობდა, დაეწყო თუ არა მასთან ურთიერთობა, რადგან ხვდებოდა, რომ ფილმის გმირის მსგავსად, კრუსში დიდი დოზით იყო ცეცხლოვანი, ვნებიანი და იმპულსური ქალი.

ბარდემის თქმით, სწორედ სილამაზესთან შერწყმულმა ტემპერამენტმა მოხიბლა ის. მსახიობი აღფრთოვანებით საუბრობს მეუღლეზე და აცხადებს, რომ მას აქვს ყველაფერი, რაც ქალისთვის არის აუცილებელი.

შეგახსენებთ, რომ წყვილი 7 წელია ერთად ცხოვრობს და 2 შვილს ზრდის. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები