LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდნენ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას საგარეო უწყებაში – მინისტრი ვიდეოს აქვეყენებს

156
საგარეო

გუშინ, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებით აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

დარჩიაშვილი გამოქვეყნებულ ვიდეოსთან ერთად წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას უწყების თანამშრომლები თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სიმბოლურად გამოიფინა ევროკავშირის დროშა.

„გილოცავთ“ – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე ემხმაურებიან