LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდნენ ოთარ ტატიშვილის ვაჟები დედის გათხოვებას: „გაგვიჭირდა მეც და ჩემს ძმასაც…“

2638
დავითიანი-ტატიშვილი

ოთარ ტატიშვილის შვილი, შოთიკო ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, როგორ შეხვდნენ ის და მისი ძმა დედის გათხოვებას. შეგახსენებთ, რომ ეკატერინე არჩვაძე ანსამბლ „ალილოს“ წევრს, მომღერალ გია დავითიანს გაჰყვა ცოლად.

დედაზე გკითხავ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა. ბიჭებს ზოგადად უჭირთ ხოლმე ასეთ მომენტებში. როგორ იყო თქვენ შემთხვევაში?

შოთიკო ტატიშვილი: 

„კი, ჩვენთანაც იყო მსგავსი მომენტი. როცა საქმე დედას დაოჯახების საკითხს შეეხო, გაგვიჭირდა მეც და ჩემს ძმასაც. ძალიან რთულად მისაღები და არასასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ როდესაც ვილაპარაკეთ და გავიაზრეთ, მერე უკვე ყველაფერი მივიღეთ. დღეს მიხარია, რომ დედა კარგადაა, ბედნიერია. როგორც იქნა, 25 წლის შემდეგ, საკუთარ თავზე პირველად იფიქრა. მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ გვერდით კარგი და სანდო ადამიანი ჰყავს, რომელთანაც ჩვენც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს“.